საბერძნეთ-სერბეთის სამოკავშირეო ხელშეკრულება 1913

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:54, 2 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბერძნეთ-სერბეთის სამოკავშირეო ხელშეკრულება 1913 – ხელი მოაწერეს 1.VI სალონიკში (წინასწარ პირობებს ხელი მოაწერეს 5.V ათენში). წარმოადგენდა მე-2 ბალკანური ომის (1913) დიპლომატიური მომზადების ერთ-ერთ ეტაპს.

ხელშეკრულება ადგენდა ბულგარეთის წინააღმდეგ ერთობლივი ომის წარმოების პრინციპს ამ უკანასკნელის მიერ თავდასხმის ან თავდასხმის მუქარის შემთხვევაში. ამ ომის მიზანი იყო „ბულგარეთის სამხედრო ძალის განადგურება“ და სერბეთსა და საბერძნეთს შორის მაკედონიის გაყოფის უზრუნველყოფა, რაც ნიშნავდა სერბეთის მიერ ბულგარეთ-სერბეთის სამოკავშირეო ხელშეკრულების (1912) დარღვევას. მხარეებმა იკისრეს ერთმანეთისათვის ყოველმხრივი დიპლომატიური მხარდაჭერა. ხელშეკრულების საფუძველზე დაიდო საბერძნეთ-სერბეთის სამხედრო კონვენცია, რომლის თანახმად, სერბეთს ბულგარეთთან ომის შემთხვევაში უნდა გამოეყვანა 150-ათასიანი არმია, ხოლო საბერძნეთს – 90-ათასიანი, ხელშეკრულება და სამხედრო კონვენცია პრაქტიკულად გამოიყენეს მე-2 ბალკანურ ომში, რომელიც დაიწყო 29.VI.1913. ხელშეკრულების ტერიტორიული პირობების რეალიზაცია მოხდა ბუქარესტის საზავო ხელშეკრულებით 1911.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები