ეწრის გვიმრა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:37, 8 ნოემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ეწრის გვიმრა - (Pteridium tauricum), მრავალწლოვანი, სპოროვანი, ფესურიანი მცენარეა გვიმრისებრთა ოჯახიდან, რომლის სიმაღლე 2 მ-მდე აღწევს. ფოთოლი ფრთისებრ დანაკვეთულია. მრავლდება ფესსურითა და სპორებით. გავრცელებულია უმეტესად დასავლეთ საქართველოში. ძნელად მოსასპობი სარეველაა, რომელიც აზიანებს პლანტაციებს და ნათესებს.