დასდებელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:03, 28 სექტემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დასდებელი (ტროპარი, მუხლი) - ჰიმნოგრაფიული ტერმინი. საგალობელთა ჯგუფში პირველი არის ძლისპირი, კილოსა და საზომის მიმცემი, დანარჩენები — დასდებელნი. თავდაპირველი საფეხური ქართული ლიტურგიკისა ფსალმუნური იყო. შემდგომ იწყეს ფსალმუნთათვის სხვადასხვა საგალობელთა მიმატება-მიდება (აქედან — ტერმინი „დასდებელი“). VII საუკუნემდე, როცა ქართული ჰიმნოგრაფიული ტერმინოლოგია ღარიბი იყო, „დასდებელი“ სხვადასხვა ლიტურგიული ცნების გამოსახატავად იხმარებოდა.