ავაჯი (კილო, ხმა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:36, 5 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ავაჯი — კილო, ხმა. საგალობელთა ჯგუფში პირველი - ძლისპირი ჩვეულებრივ განსაზღვრავდა დანარჩენთა კილოსა და საზომს. მაგრამ იყო ისეთი ჰიმნებიც, რომლებიც ძლისპირთა კილოზე არ სრულდებოდა, რადგან თვით წარმოადგენდა ძლისპირს ასეთ ჰიმნებს თ ვ ი თ ა ვ ა ჯ ნ ი (თვითხმოვანნი) ეწოდებოდა.