ერთადერთობის თეორემა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ერთადერთობის თეორემა ანალიზურ ფუნქციათა თეორიაში – თუ D არეში ანალიზური ორი f1(z) და f2(z) ფუნქცია ერთმანეთს ემთხვევა რაიმე სიმრავლეზე, რომელსაც D არეში აქვს თუნდაც ერთი ზღვრული წერტილი, მაშინ ისინი ერთმანეთს ემთხვევიან მთელ D არეზე, ე. ი. f1(z) = f2(z).