ნიტროგლიცერინი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:12, 22 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნიტროგლიცერინი − (ბერძ. nítron სოდა და ფრანგ. glycérine < ბერძ. glykerós ტკბილი) – თხევადი ზეთოვანი ნივთიერება, აზოტმჟავასა და გოგირდმჟავას ნაერთი გლიცერინთან; გამოიყენება, როგორც ფეთქებადი ნივთიერება და როგორც სამკურნალო პრეპარატი (უმცირესი დოზებით) სისხლძარღვების გასაფართოებლად.