თხევადი მინა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:16, 26 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თხევადი მინა – კალიუმის ან ნატრიუმის სილიკატი. მშენებლობაში ძირითადად გამოიყენება ნატრიუმის თხევადი მინა. ის მხოლოდ ჰაერზე მაგრდება ნახშირორჟანგის ზემოქმედებით. გამოიყენება მჟავამედეგი ცემენტის მისაღებად, ცეცხლდამცავი საღებავებისა და საგოზავებისათვის, გრუნტების გასამაგრებლად (სილიკატიზაცია), ბუნებრივი ქვის მასალების დასაცავად და სხვ.