მცირე ჩაღრმავების ლენტური საძირკველი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:33, 31 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მცირე ჩაღრმავების ლენტური საძირკველი – ლენტური ქვის ან ბეტონის საძირკვლის ტიპი, რომლის ჩაღრმავება 1,5 მ-ს არ აღემატება, ხოლო სიგანე 60-80 სმ-ის ფარგლებშია. ასეთი საძირკველი ეფექტურია იმ შემთხვევაში, როცა გრუნტის წყლის დონე დაბალია და თვით გრუნტი არ მიეკუთვნება ბურცვად კატეგორიას (წინააღმდეგ შემთხვევაში უკეთესია ხიმინჯოვანი საძირკვლის გამოყენება).