აბადო კლაუდიო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:30, 9 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აბადო კლაუდიო - (იტ. Abbado Claudio 1933-2014) იტალიელი დირიჟორი და პიანისტი.
1969-იდან თეატრ „ლა სკალას“ დირიჟორი, შემდეგ კი სამხატვრო ხელმძღვანელი (1986-მდე). ერთდროულად – 1971-იდან ვენის ფილარმონიის, ხოლო 1979-იდან ლონდონის სამეფო ორკესტრის მთავარი დირიჟორი. 1986-იდან ვენის სახელმწიფო ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი. მას მიენიჭა I პრემია დ. მიტროპულოსის საერთაშორისო კონკურსზე (ნიუ-იორკი, 1963).
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი