ბლენდა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:55, 28 სექტემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბლენდა – კონუსის, ცილინდრის ან წაკვეთილი პირამიდის მაგვარი მარტივი ხელსაწყო, რომელიც მაგრდება ობიექტივზე და იცავს მას გარეშე, შემთხვევითი სხივებისაგან. ეს პარაზიტული სხივები, რომლებიც არ მონაწილეობენ ძირითადი გამოსახულების აგებაში, აირეკლებიან ხოლმე შემთხვევითი ობიექტებიდან (ან შვეულად ეცემიან ობიექტივზე მზის ან ნათურის სხივების სახით), ასუსტებენ გამოსახულების კონტრასტს და წარმოქმნიან ბინდს ნეგატივზე.
ბლენდის ზომა და ფორმა დამოკიდებულია ობიექტივის ხედვის კუთხეზე. ბლენდის შიდა კედლები დაფარულია მქრქალი შავი საღებავით. პროფესიულ კინოკამერებში ბლენდას რთული კონსტრუქციები აქვს, სადაც ჩვეულებრივად იდგმება შუქფილტრები, სხვადასხვა ხასიათის კაშეები, კომბინირებული ლინზები და სხვა.) ასეთ უნივერსალურ ბლენდას კომპენდიუმს უწოდებენ.