ხერხეულიძე ეკატერინე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:07, 28 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ეკატერინე ხერხეულიძე – დაიბადა 1972 წლის 13 ივნისს თბილისში.
განათლება – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი (2004-2008): „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
- მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008-2012): პარტიული სიით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის“, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2015 წლის მარტიდან-2016): პარტიული სიით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი.
- მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
წყარო
კატეგორიები:
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 2008-2012 წლების საქართველოს VII მოწვევის პარლამენტის წევრები
- 2012-2016 წლების საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრები
- 2020-2024 წლების საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრები
- ხერხეულიძეები