ხაბარელი შოთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შოთა ხაბარელი

შოთა ხაბარელი – დაიბადა 1956 წლის 26 დეკემბერს ქარელის რ-ნის სოფ. ძლევისჯვარში. — სპორტსმენი. სპორტის დამსახურებული ოსტატი, მოსკოვის ოცდამეორე ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1980 წელი), საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1981 წელი), ევროპის ჩემპიონატების ორგზის მეორე (1979, 1982 წლები) და ორგზის მესამე პრიზიორი (1981, 1983 წლები), სსრკ ხალხთა მერვე სპარტაკიადის ჩემპიონი (1983 წელი), მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1983 წელი), 1982 და 1985 წლებში სსრკ ორგზის ჩემპიონი.

განათლებასაქართველოს სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტი (1981).

სამუშაო გამოცდილება

  • საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია, მთავარი მწვრთნელი (1986-1991)
  • უნივერსიტეტი "ლეგია და კომპანია", პრორექტორი (1991-1994)
  • საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია, მთავარი მწვრთნელი (1987-1991; 1997-2009)
  • 2009 წლიდან საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.

პარლამენტის წევრი

  • მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): მაჟორიტარი, №4 კრწანისის საარჩევნო ბლოკი, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
  • მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი 2016 წლიდან: მაჟორიტარი, თბილისის №13 საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფრაქცია „ქართული ოცნება“ - წევრი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი.


სახელმწიფო ჯილდო

  • ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი (01.01.2000)
  • ღირსების ორდენი (01.01.2002)
  • ღირსების ორდენი (01.01.2003)
  • ღირსების ორდენი (01.01.2006)

წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები