კლიო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:51, 29 ნოემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კლიო – (ბერძნ.) ცხრა მუზათაგანი.
თავდაპირველად, როგორც ჩანს, კლიო ჰეროიკული სიმღერის მუზა უნდა ყოფილიყო. კლასიკის პერიოდში კი იგი ისტორიის მუზად შერაცხეს. მისი მუდმივი ატრიბუტია პაპირუსის ან პერგამენტის გრაგნილი.