ხიზეკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ხიზეკი''' − მარხილის ერთ-ერთი სახეობა იყო, რომელიც ...)

16:36, 20 თებერვალი 2020-ის ვერსია

ხიზეკიმარხილის ერთ-ერთი სახეობა იყო, რომელიც ძირითადად მაჭახლის ხეობასა და აჭარისწყლის ხეობის ქვემო ნაწილში – ქედის რაიონში გვხვდებოდა. იგი ცალი ხარის შესაბმელი მარხილი, ხარმარხილი, სრიალის – თრევის პრინციპზე დამყარებული მარხილის მსგავსი სახმელეთო ხალხური ტრანსპორტის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენდა, თუმცა შედარებით პატარა და მსუბუქი სატვირთო ტრანსპორტი იყო და, უმთავრესად, მინდვრად ნაკელის გასატანად და სხვა დანიშნულებითაც გამოიყენებოდა.

თედო სახოკიას ამ ტიპის საზიდი აჭარაში „ჯინის”, „გოდორ-მარხილის” სახელწოდებით ჰქონდა მოხსენიებული. მარხილს და ხიზეკს აჭარაში სამშენებლო ქვების საზიდადაც იყენებდნენ. ქვითხურო ბასილის სამშენებლო საქმიანობის დახასიათებისას XIII საუკუნის ცნობილი მწერალი და მოაზროვნე ტბელ აბუსერისძე ამის შესახებ საინტერესო ცნობას გვაწვდიდა. სიტყვა აჭარულ დიალექტში თურქული ენიდანაა გავრცელებული.


ლიტერატურა

კახიძე, 2009:408-411; ნიჟარაძე, 1971:436; დავითაძე, 1972:88; 1983:29.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები