რექომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''რექომი'''. სოფ. ცეი. ალაგირის ხეობა '''რექომ-ი'...)
 
 
ხაზი 4: ხაზი 4:
 
ოსების რწმენით, რექომი უზრუნველყოფს მოსავლის სიუხვეს, საქონლის დაცვა-გამრავლებასა და ადამიანთა კეთილდღეობას. მისი სამლოცველო, ხის ეკლესია, რომელიც ოდესღაც წმ. გიორგის ([[ვასთირჯი]]ს) სახელობის ყოფილა, მდებარეობს ალაგირის ხეობის სოფ. ცეიში, ე. წ. რექომი ფაზის ველზე (აქედან მომდინარეობს ღვთაების სახელი). რექომი ვასთირჯის (Рекомы Уастырджы – „რექომის წმ. გიორგი“. ეს არის მისი სრული სახელი).  
 
ოსების რწმენით, რექომი უზრუნველყოფს მოსავლის სიუხვეს, საქონლის დაცვა-გამრავლებასა და ადამიანთა კეთილდღეობას. მისი სამლოცველო, ხის ეკლესია, რომელიც ოდესღაც წმ. გიორგის ([[ვასთირჯი]]ს) სახელობის ყოფილა, მდებარეობს ალაგირის ხეობის სოფ. ცეიში, ე. წ. რექომი ფაზის ველზე (აქედან მომდინარეობს ღვთაების სახელი). რექომი ვასთირჯის (Рекомы Уастырджы – „რექომის წმ. გიორგი“. ეს არის მისი სრული სახელი).  
  
ეკლესიის აგებასთან დაკავშირებით არის ერთი საინტერესო გადმოცემა: უხსოვარ დროში ვასთირჯიმ გადაწყვიტა, ოსებისათვის სამლოცველო აეშენებინა ისეთი ძელებისაგან, რომლებიც არასოდეს ლპებოდნენ. ასეთი გამძლეობის ხეები მხოლოდ მთის გადაღმა ტყეებში ხარობდნენ. ვასთირჯიმ ძელების ჩამოტანა თავის ხარებს დაავალა. ურმები თავისით იტვირთებოდნენ და ხარებიც გამცილებლის გარეშე დადიოდნენ. როგორც კი მასალა მოზიდეს, ხარები პატრონთან წავიდნენ; ეკლესია კი თავისით, ადამიანის შრომის გარეშე აიგო (ქრისტიანულ სამყაროში ფართოდ გავრცელებული თქმულების ოსური ვარიანტი). რექომის ეკლესიას ოსები ძირითადად მისი სახელობის დღესასწაულის დროს სტუმრობდნენ. სამლოცველოს ზედამხედველობდა და ეკლესიის გასაღები ებარა სოფლის ავტორიტეტულ უხუცეს – ძუარი ლაგს ([[ხატი]]ს მსახურს), რომლის გარდა შიგნით ვერავინ შევიდოდა (მლოცველების მიერ შემოწირული მისაინაგები – მონეტები თუ [[ბამბა|ბამბის]] ფთილები ეკლესიაში ძუარი ლაგს შეჰქონდა). რექომის დღეობა ივლისის თვეში იმართებოდა და ერთი კვირა გრძელდებოდა. სამლოცველოსთან ახლოს აგებული იყო სახლაკები, რომლებსაც მლოცველები სამზარეულოდ და უამინდობის შემთხვევაში თავშესაფრად იყენებდნენ. აქვე ახლოს სპილენძის ქვაბებში ხარშავდნენ [[ლუდი|ლუდს]] და რექომს ხარებსა და ცხვრებს სწირავდნენ.  
+
ეკლესიის აგებასთან დაკავშირებით არის ერთი საინტერესო გადმოცემა: უხსოვარ დროში ვასთირჯიმ გადაწყვიტა, ოსებისათვის სამლოცველო აეშენებინა ისეთი ძელებისაგან, რომლებიც არასოდეს ლპებოდნენ. ასეთი გამძლეობის ხეები მხოლოდ მთის გადაღმა ტყეებში ხარობდნენ. ვასთირჯიმ ძელების ჩამოტანა თავის ხარებს დაავალა. ურმები თავისით იტვირთებოდნენ და ხარებიც გამცილებლის გარეშე დადიოდნენ. როგორც კი მასალა მოზიდეს, ხარები პატრონთან წავიდნენ; ეკლესია კი თავისით, ადამიანის შრომის გარეშე აიგო (ქრისტიანულ სამყაროში ფართოდ გავრცელებული თქმულების ოსური ვარიანტი). რექომის ეკლესიას ოსები ძირითადად მისი სახელობის დღესასწაულის დროს სტუმრობდნენ. სამლოცველოს ზედამხედველობდა და ეკლესიის გასაღები ებარა სოფლის ავტორიტეტულ უხუცეს – ძუარი ლაგს ([[ხატი]]ს მსახურს), რომლის გარდა შიგნით ვერავინ შევიდოდა (მლოცველების მიერ შემოწირული მისაინაგები – მონეტები თუ [[ბამბა|ბამბის]] ფთილები ეკლესიაში ძუარი ლაგს შეჰქონდა). რექომის დღეობა ივლისის თვეში იმართებოდა და ერთი კვირა გრძელდებოდა. სამლოცველოსთან ახლოს აგებული იყო სახლაკები, რომლებსაც მლოცველები სამზარეულოდ და უამინდობის შემთხვევაში თავშესაფრად იყენებდნენ. აქვე ახლოს სპილენძის [[ქვაბი|ქვაბებში]] ხარშავდნენ [[ლუდი|ლუდს]] და რექომს ხარებსა და ცხვრებს სწირავდნენ.  
  
 
რექომი ვასთირჯი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ იქცა მიმქრალი ქრისტიანული რწმენის პირობებში ქრისტიანული წმინდანი (ამ შემთხვევაში წმ. გიორგი) წარმართულ ღვთაებად.
 
რექომი ვასთირჯი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ იქცა მიმქრალი ქრისტიანული რწმენის პირობებში ქრისტიანული წმინდანი (ამ შემთხვევაში წმ. გიორგი) წარმართულ ღვთაებად.

მიმდინარე ცვლილება 14:27, 13 თებერვალი 2020 მდგომარეობით

რექომი. სოფ. ცეი. ალაგირის ხეობა

რექომ-ი (ოს. Реком) – ნაყოფიერების ღვთაება, ცარაზონთა გვარის ერთ-ერთი მფარველი.

ოსების რწმენით, რექომი უზრუნველყოფს მოსავლის სიუხვეს, საქონლის დაცვა-გამრავლებასა და ადამიანთა კეთილდღეობას. მისი სამლოცველო, ხის ეკლესია, რომელიც ოდესღაც წმ. გიორგის (ვასთირჯის) სახელობის ყოფილა, მდებარეობს ალაგირის ხეობის სოფ. ცეიში, ე. წ. რექომი ფაზის ველზე (აქედან მომდინარეობს ღვთაების სახელი). რექომი ვასთირჯის (Рекомы Уастырджы – „რექომის წმ. გიორგი“. ეს არის მისი სრული სახელი).

ეკლესიის აგებასთან დაკავშირებით არის ერთი საინტერესო გადმოცემა: უხსოვარ დროში ვასთირჯიმ გადაწყვიტა, ოსებისათვის სამლოცველო აეშენებინა ისეთი ძელებისაგან, რომლებიც არასოდეს ლპებოდნენ. ასეთი გამძლეობის ხეები მხოლოდ მთის გადაღმა ტყეებში ხარობდნენ. ვასთირჯიმ ძელების ჩამოტანა თავის ხარებს დაავალა. ურმები თავისით იტვირთებოდნენ და ხარებიც გამცილებლის გარეშე დადიოდნენ. როგორც კი მასალა მოზიდეს, ხარები პატრონთან წავიდნენ; ეკლესია კი თავისით, ადამიანის შრომის გარეშე აიგო (ქრისტიანულ სამყაროში ფართოდ გავრცელებული თქმულების ოსური ვარიანტი). რექომის ეკლესიას ოსები ძირითადად მისი სახელობის დღესასწაულის დროს სტუმრობდნენ. სამლოცველოს ზედამხედველობდა და ეკლესიის გასაღები ებარა სოფლის ავტორიტეტულ უხუცეს – ძუარი ლაგს (ხატის მსახურს), რომლის გარდა შიგნით ვერავინ შევიდოდა (მლოცველების მიერ შემოწირული მისაინაგები – მონეტები თუ ბამბის ფთილები ეკლესიაში ძუარი ლაგს შეჰქონდა). რექომის დღეობა ივლისის თვეში იმართებოდა და ერთი კვირა გრძელდებოდა. სამლოცველოსთან ახლოს აგებული იყო სახლაკები, რომლებსაც მლოცველები სამზარეულოდ და უამინდობის შემთხვევაში თავშესაფრად იყენებდნენ. აქვე ახლოს სპილენძის ქვაბებში ხარშავდნენ ლუდს და რექომს ხარებსა და ცხვრებს სწირავდნენ.

რექომი ვასთირჯი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ იქცა მიმქრალი ქრისტიანული რწმენის პირობებში ქრისტიანული წმინდანი (ამ შემთხვევაში წმ. გიორგი) წარმართულ ღვთაებად.


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Гатиев Б. Суеверия и предрассудки у осетин // ССКГ. IX. ТФ., 1876;
  • Миллер В. Ф. Осетинские этюды. I. М., 1881;
  • Магометов А. Х. Реком. Из истории религии осетин // УЗСОГПИ. 1968. Т. XXVIII (2);
  • Кузнецов В. А. Реком, Нузал и Царазонта. Владикавказ, 1990;
  • Газданова В. С. Золотой дождь. Исследования по традиционной культуре осетин. Владикавказ, 2007;
  • Дарчиев А. О некоторых реликвиях святилища Реком // Дарьял. № 2. Владикавказ, 2012.


[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები