ელესა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ელესა''' — გუნდური შრომითი სიმღერა, რომელსაც უმეტესად მძიმე ...) |
15:35, 27 იანვარი 2020-ის ვერსია
ელესა — გუნდური შრომითი სიმღერა, რომელსაც უმეტესად მძიმე სამუშაოს, მძიმე საგნის გადატანის ანდა გათრევის დროს მღეროდნენ, მაგალითად, ხის გათრევისას. ელესას (ჰელესას) მელოდიურობა სამუშაოს შესაბამის რიტმთან იყო შეპირობებული. ელესას აჭარულ ვარიანტს, ჩვეულებრივ, ლექსი არ გააჩნდა იგი რეფრენითა და რეჩიტატივით სრულდებოდა. ტექსტს რიტმული ამოძახილები, ზოგჯერ, ექსტაზში შემყვანი სიტყვა-მოწოდებანი ცვლიდა.
ლიტერატურა
აჭარული დიალექტის... 2010:35; ნოღაიდელი, 2015; ნიჟარაძე, 1971:188.