ამოყინვა (წყევლა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ამოყინვა''' — დანაშაულში გამოტეხვის მიზნით საერთო-სათემო წ...)

14:44, 21 იანვარი 2020-ის ვერსია

ამოყინვა — დანაშაულში გამოტეხვის მიზნით საერთო-სათემო წყევლა. სოფელ ხინოში ბედვას ანუ წყევლას „ამოყინვას” ეძახდნენ. ამ დროს თემის ანდა სოფლის ცენტრში, თავყრილობისათვის განკუთვნილ მოედანზე დამნაშავის გადაცემა ხდებოდა, პროცესს სოფლის თავკაცები ხელმძღვანელობდნენ. „მოყინვება” შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში პატივის ახდას, სახელის გატეხვას, საქვეყნოდ შერცხვენას ნიშნავდა. ამდენად, ხინოში „ამოყინვის” სახელწოდებით გამოვლენილი ჩვეულება შუა საუკუნეებში გავრცელებულ „მოყინვებასთან” უშუალო კავშირში იყო. ანალოგიური წესი საქართველოს ზოგიერთი კუთხის ეთნოგრაფიულ ყოფაშიც არსებობდა (ბედვა)



ლიტერატურა

მგელაძე, 1984:59; სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს... 2009:538.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები