ზეთის კურთხევა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ზეთისცხების საიდუმლო“ გადაიტანა გვერდზე „ზეთის კურთხევა“ გად...)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ზეთის კურთხევა''' - შვიდი საეკლესიო საიდუმლოთგან ერთ-ერთი.  
+
'''ზეთის კურთხევა''' - [[ქრისტიანობა|ქრისტიანულ]] [[რელიგია|რელიგიაში]] [[შვიდი საეკლესიო საიდუმლო|შვიდი საეკლესიო საიდუმლოთაგან]] ერთ-ერთი.  
  
 
ავადმყოფთა ზეთისცხების საიდუმლო არის ეკლესიის განსაკუთრებული [[ლოცვა]] განკურნებისათვის. თუ ადამიანის რწმენა საკმარისად ძლიერია და ღვთის ნებაც არსებობს, ჩვენ შეგვიძლია იმედი გვქონდეს, რომ ღმერთი ავადმყოფებს განკურნავს.
 
ავადმყოფთა ზეთისცხების საიდუმლო არის ეკლესიის განსაკუთრებული [[ლოცვა]] განკურნებისათვის. თუ ადამიანის რწმენა საკმარისად ძლიერია და ღვთის ნებაც არსებობს, ჩვენ შეგვიძლია იმედი გვქონდეს, რომ ღმერთი ავადმყოფებს განკურნავს.

15:41, 19 ნოემბერი 2019-ის ვერსია

ზეთის კურთხევა - ქრისტიანულ რელიგიაში შვიდი საეკლესიო საიდუმლოთაგან ერთ-ერთი.

ავადმყოფთა ზეთისცხების საიდუმლო არის ეკლესიის განსაკუთრებული ლოცვა განკურნებისათვის. თუ ადამიანის რწმენა საკმარისად ძლიერია და ღვთის ნებაც არსებობს, ჩვენ შეგვიძლია იმედი გვქონდეს, რომ ღმერთი ავადმყოფებს განკურნავს.

„უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაჲთა. და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი და აღადგინოს იგი უფალმან. დაღაცათუ ცოდვაჲ რაჲმე ექმნეს, მო-ვე-ეტეოს მას“ (იაკობ,5:14-16).

ზეთისცხების საიდუმლო თავისი ფორმით კრებითია (აქედანაა მისი მეორე სახელიც „соборование“), ამიტომ რაც შეიძლება მეტი მორწმუნე უნდა შეიკრიბოს ამ ლოცვაზე. როგორც წესი, მსახურებას შვიდი მღვდელი სჭირდება (რიცხვი 7 სიმრავლის სიმბოლოა); მასში არის შვიდი საკითხავი სახარებიდან და სამოციქულოდან, შვიდი ლოცვა და შვიდ გზის ზეთისცხება.

ზეთისცხების საიდუმლოს მიზანია განკურნება და ცოდვათა მიტევება, მაგრამ მის სიღრმეში დევს ქრისტეს ლოცვა ღვთის ნების აღსასრულებლად. ამ საიდუმლოს საშუალებით ავადმყოფის ტანჯვა იკურთხება და უერთდება ქრისტეს ვნებას. სხეულის სენთა კურთხევა ავადმყოფს ანიჭებს სულიერ ძალას, რათა მისი უძლურება იყოს არა სიკვდილისათვის, არამედ ხსნისათვის აღდგომასა და ღვთის სასუფეველში საცხოვრებლად.

ასეა თუ ისე, სიკვდილი უცილობლად მოდის ადამიანთან. ყველას სიკვდილი უწერია, მათაც კი, ვისაც სიკვდილი გადაუვადდა განკურნების შედეგად. ავადმყოფის განკურნება არაა თვითმიზანი, იგი მხოლოდ ნიშანია უფლის მოწყალებისა, რომელიც ადამიანს აძლევს დროს, კიდევ „მოიმუშაკოს ხსნა”.

იმ შემთხვევებში, როცა უკვე ნათელია, რომ ადამიანი თავისი ცხოვრების ბოლო წუთებს ითვლის, იკითხება განსაკუთრებული „ლოცვა სულთმბრძოლისა“. ეს ადასტურებს, რომ ზეთისცხების საიდუმლო დაწესებულია ავადმყოფებისათვის და არა განსაკუთრებულად მომაკვდავთათვის. ეს არ არის „უკნასკნლი საიდუმლო“, როგორც ამას ზოგიერთი თვლის, და თვით მსახურებაში არსად არაა ნათქვამი, რომ იგი მხოლოდ „უკიდურეს შემთხვევაში“ გამოიყენება. ზეთისცხება არის ტანჯული ადამიანის სულიერი, მშვინვიერი და ფიზიკური განკურნების საიდუმლო და იგი არ არის დამოკიდებული ავადმყოფობის სიმძიმის ხარისხზე.

წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები