მლაშობის ჩინგილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | ||
− | [[კატეგორია:მცენარეები]] | + | [[კატეგორია:ბუჩქოვანი მცენარეები]] |
[[კატეგორია:პარკოსნები]] | [[კატეგორია:პარკოსნები]] |
16:32, 1 ოქტომბერი 2019-ის ვერსია
მლაშობის ჩინგილი – (Halimodendron halodendron [Pall.] Voss); ოჯახი: პარკოსნები (Fabaceae). ძლიერ დატოტვილი 3 მ სიმაღლის ბუჩქია, ეკლიანი. ფოთლები წყვილფრთისებურია, შედგება 2-5 წყვილი ფოთოლაკისაგან. ფოთლის საერთო ყუნწი წვერში ეკალივითაა. ფოთოლაკები უკულანცეტაა, კიდემთლიანი, მოლეგო-მომწვანო ფერის. ქვედა მხარე მჭიდროდ მიკრული ბეწვით არის შებუსული, კარგად გამოხატული შუა ძარღვით. თანაფოთლები ეკლიანია, გვირგვინი – იისფერი. ყვ. ნაყ. V-IX. ძირითადად, დაბლობის მცენარეა, იზრდება მშრალ და მლაშე ფერდობებზე. იშვიათი გავრცელების მცენარეა. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია გარეჯის მიდამოებში. შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში, როგორც საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობა.