მთის წყალნაწყენი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
[[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | ||
− | [[კატეგორია:მცენარეები]] | + | [[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]] |
+ | [[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:წყალნაწყენისებრნი]] | [[კატეგორია:წყალნაწყენისებრნი]] |
16:29, 1 ოქტომბერი 2019-ის ვერსია
მთის წყალნაწყენი – (Epilobium montanum L.); ოჯახი: წყალნაწყენისებრნი (Onagraceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო სწორად მდგომია ან წამოწეული, 1 მ-მდე სიმაღლის, მარტივი ან დატოტვილი• თხლად შეფოთლილი, ხუჭუჭა ბეწვებით შემოსილი. ქვედა ფოთლები მოგრძო კვერცხისებურია, კიდედაკბილული. შუა ფოთლები კვერცხისებურია ან ელიფსური, მოკლეყუნწიანი. გვირგვინის ფურცლები მკრთალი წითელია, მახვილი ამონაკვეთებით. ყვ. ნაყ. V-IX. მცენარე გავრცელებულია ტყეებსა და ტყისპირა ადგილებში, მთის შუა სარტყლამდე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ თეთრწყლების მიდამოებში, მდინარე სტორის ხეობაში. ცნობილია თითქმის მთელ საქართველოში.