ვებერნი ანტონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 16: ხაზი 16:
 
[[კატეგორია:ავსტრიელი დირიჟორები]]
 
[[კატეგორია:ავსტრიელი დირიჟორები]]
 
[[კატეგორია:ვენის ახალი სკოლის წარმომადგენლები]]
 
[[კატეგორია:ვენის ახალი სკოლის წარმომადგენლები]]
[[კატეგორია:ვებერი]]
 

15:30, 25 სექტემბერი 2019-ის ვერსია

ანტონ ვებერნი

ანტონ ვებერნი - (გერმ. Anton Webern, 3. XII. 1883, ვენა, – 15. IX. 1945, მიტერზილი, ზალცბურგის მახლობლად, ავსტრიელი კომპოზიტორი და დირიჟორი, „ვენის ახალი სკოლის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი.

ვებერნი იყო ა. შონბერგის მოწაფე (1904-08), 1908-იდან მუშაობდა სიმფონიურ და საოპერო დირიჟორად ავსტრიულ და გერმანულ ქალაქებსა და პრაღაში, ხელმძღვანელობდა ვენის მუშათა სიმღერის საზოგადოებას. 1928-38 იყო ავსტრიის რადიოს დირიჟორი. ა. შონბერგთან და ა. ბერგთან ერთად. ვებერნი „ვენის ახალი სკოლის“ მთავარი წარმომადგენელია და ითვლება ახალი მუსიკის მსოფლმხედველობის შემქმნელად. მისი შემოქმედება თანამედროვე დასავლური მუსიკის ერთ-ერთი სათავეა, რომელმაც განსაზღვრა „მუსიკალური ავანგარდიზმის“ მიმდინარეობანი.

ვებერნს ეკუთვნის საორკესტრო (სიმფონია 1928, კონცერტი 9 სოლო საკრავისათვის 1934), კამერულ-ინსტრუმენტული (სიმებიანი კვარტეტი 1938) ნაწარმოები, კანტატები, გუნდური სიმღერები. მათთვის დამახასიათებელია უკიდურესი ლაკონიზმი, აფორისტულობა. ვებერნის უაღრესად გამჭვირვალე მუსიკალური ქსოვილი თითქოსდა ცალკეული წერტილებისაგან შედგება. ამ მეთოდმა მიიღო პუანტილიზმის სახელწოდება. ვებერნის მთელი შემოქმედება ჩაწერილია 4 ხანგრძლივხმოვან ფირფიტაზე. გამოცემულია მისი საუბრების ციკლი „გზა ახალი მუსიკისაკენ“ (1960).


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები