ნეოფროიდიანელები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(ჰარი სთეკ სალივანი)
ხაზი 11: ხაზი 11:
 
ფრომისგან განსხვავებით, ჰარი სთეკ სალივანი (Harry Stack Sullivan) თერაპიით უფრო იყო დაინტერესებული, ვიდრე თეორიით. მისი მკურნალობა ფოკუსირებული იყო ანალიტიკოსისა და პაციენტის ურთიერთობაზე და ყოველდღიური სოციალური კონტაქტების განხილვაზე. ფროიდისეული ფსიქოანალიზისაგან განსხვავებით, სალივანის თერაპიაში პაციენტი და თერაპევტი შედარებით თანასწორნი არიან. სალივანი პირდაპირ კითხვებსა და პროვოკაციულ გამონათქვამებს ანიჭებდა უპირატესობას და ნაკლებად
 
ფრომისგან განსხვავებით, ჰარი სთეკ სალივანი (Harry Stack Sullivan) თერაპიით უფრო იყო დაინტერესებული, ვიდრე თეორიით. მისი მკურნალობა ფოკუსირებული იყო ანალიტიკოსისა და პაციენტის ურთიერთობაზე და ყოველდღიური სოციალური კონტაქტების განხილვაზე. ფროიდისეული ფსიქოანალიზისაგან განსხვავებით, სალივანის თერაპიაში პაციენტი და თერაპევტი შედარებით თანასწორნი არიან. სალივანი პირდაპირ კითხვებსა და პროვოკაციულ გამონათქვამებს ანიჭებდა უპირატესობას და ნაკლებად
 
აინტერესებდა თეორიაზე დამყარებული ინტერპრეტაცია (Sullivan, 1953).
 
აინტერესებდა თეორიაზე დამყარებული ინტერპრეტაცია (Sullivan, 1953).
 
 
კლაინი მელანი  - (1882 წლის 30 მარტი, ვენა 1960 წლის 22 სექტემბერი, ლონდონი ), ებრაული წარმოშობის ბრიტანელი ფსიქოანალიტიკოსი. 
 
 
მელანი კლაინმა განავითარა ფროიდის თეორია ბავშვის ადრეული განვითარების შესახებ. ის მიიჩნევდა, რომ დაბალი ასაკის ბავშვებთან გამოყენების მიზნით, შესაძლებელია ფსიქოანალიტიკური ტექნიკის ადაპტირება. ამ შემთხვევაში, ბავშვის თამაშის ინტერპრეტაცია ზრდასრული ადამიანების გამონათქვამების ინტერპრეტაციის ექვივალენტს წარმოადგენს. „ობიექტი” არის კლაინის თეორიის ერთ-ერთი ცენტრალური ცნება, რომელმაც ზეგავლენა მოახდინა დაბალი ასაკის ბავშვებთან გამოყენების მიზნით ფსიქოლოგიურ აზროვნებაზე. ეს ტერმინი მიუთითებს როგორც ემოციური თვალასზრისით მნიშვნელოვან პიროვნებაზე (მაგალითად, დედაზე), ისე ამ პიროვნების ნაწილზე (მაგალითად, დედის მკერდზე) და მის (ამ ნაწილის) შინაგან ფსიქოლოგიურ რეპრეზენტაციაზე. კლაინი თვლიდა, რომ ბავშვის მიერ „ობიექტების” განცდა სიყვარულისა და სიძულვილის ძლიერ ინსტინქტურ
 
გრძნობასთან არის დაკავშირებული. რადგან ბავშვს, თავიდან არ შეუძლია შერეული გრძნობების განცდა, მას ობიექტები ან უყვარს ან სძულს. აქედან გამომდინარე, თუ რომელიმე „ობიექტი” (მაგალითად, დედა) აღძრავს ორივე ტიპის განცდას, ეს ობიექტი „გაიხლიჩება” კარგ და ცუდ ნაწილებად. მოგვიანებით, ბავშვს უვითარდება შერეული გრძნობების განცდის უნარი და, შესაბამისად,
 
შეუძლია წარსულში გახლეჩილი ობიექტების გამთელება (ანუ, შეუძლია ერთსა და იმავე ადამიანთან დაკავშირებით, დადებითი და უარყოფითი გრძნობების განცდა). ასეთ დროს, მას უჩნდება სინანული იმის გამო, რომ ობიექტი წარსულში მხოლოდ უარყოფით გრძნობებს აღძრავდა. ამგვარ დინამიკას კლაინი უწოდებდა გადასვლას პარანოიდულ-შიზოფრენიული „პოზიციიდან” (იგი ამ ტერმინით განვითარების საფეხურებს აღნიშნავდა) დეპრესიულ „პოზიციაზე”.
 
 
კლაინის თეორიის დეტალების შეჯამება ადვილი არ არის. ასევე ძნელია მათი უკრიტიკოდ მიღება, მაგრამ მისმა ზოგადმა მიდგომამ ბავშვის თერაპიის მიმართ და ობიექტის ცნებამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინეს ფსიქოლოგიურ აზროვნებაზე. კლაინის თეორიის ზოგადი მონახაზი სიგალთან არის მოცემული (Segal, 1963), ხოლო ტექნიკა, რომელსაც ის ბავშვების ანალიზისას იყენებდა,მისსავე ნაშრომშია წარმოდგენილი (Klein, 1963).
 
 
 
  
 
==წყარო==
 
==წყარო==

12:11, 28 ივნისი 2019-ის ვერსია

ნეოფროიდიანელები - ფსიქოანალიზის ნეოფროიდიანული სკოლა 1930-იან წლებში აშშ-ში ჩამოყალიბდა. მისი წარმომადგენლები თვლიდნენ, რომ ნევროზი ბავშვობიდან მომდინარეობს, მაგრამ ისინი მიუღებლად მიიჩნევდნენ ფროიდის შეხედულებას, რომლის თანახმად, ბავშვობის პერიოდში ლიბიდოს განვითარებას არსებითი მნიშვნელობა აქვს შემდგომი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. ნეოფროიდიანელების აზრით, ოჯახი და სოციალური ფაქტორები უფრო დიდი ზეგავლენის მქონეა. ამ სკოლის სამი ცნობილი წარმომადგენელია კარენ ჰორნი, ერიხ ფრომი (ორივე იყო ლტოლვილი ნაცისტური გერმანიიდან და შტატებში 1930-ან წლებში დასახლდა) და ამერიკელი ჰარი სთეკ სალივანი.

სარჩევი

კარენ ჰორნი

კარენ ჰორნი (Karen Horney) არ ეთანხმებოდა ფროიდის თვალსაზრისს ქალის ფსიქოლოგიური განვითარების შესახებ, განსაკუთრებით კი, ფროიდის ცნებას - „პენისის შური”. ჰორნისათვის, ბავშვობისდროინდელი შფოთვის მიზეზია საკუთარი თავის განცდა უმნიშვნელო და უძლურ არსებად, რომელსაც ხიფათი ემუქრება. ამგვარი შფოთვის დაძლევა, ჩვეულებრივ, ხდება, ბავშვის აღზრდით მოყვარული მშობლების მიერ. საპირისპირო შემთხვევაში შფოთვის მდგომარეობა ნარჩუნდება და ბავშვს უვითარდება დაცვითი მექანიზმები შფოთვის წინააღმდეგ. ეს მექანიზმები მოიცავს სიყვარულის მოპოვების ძლიერ სურვილს, ლტოლვას ძალაუფლებისაკენ და, აგრეთვე, უკიდურეს მორჩილებას. ჰორნი ასე აღწერდა განსხვავებას მისეულ და ფროიდისეულ მიდგომებს შორის: „მე იმით განვსხვავდები ფროიდისგან, რომ ნევროტული ტენდენციების აღმოჩენის შემდეგ, ფროიდი, უპირველეს ყოვლისა, იკვლევს მათ წარმოშობას, მე კი ვიკვლევ მათ რეალურ ფუნქციასა და შედეგებს“. (Horney, 1939, p.282).

ერიხ ფრომი

ერიხ ფრომმა (Erich Fromm) აგრეთვე უარყო ფროიდის ინსტინქტური განვითარების თეორია, როგორც ნევროზის მიზეზი. ის თვლიდა, რომ ხასიათის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანია ოჯახური ზეგავლენა და, აგრეთვე, ყურადღებას ამახვილებდა კულტურის უფრო ფართო ზეგავლენაზე. ზოგადად, ფრომს უფრო მეტად აინტერესებდა სოციალური საკითხები, ვიდრე კლინიკური. მის იდეებს მაინც და მაინც დიდი ზეგავლენა არ მოუხდენია თერაპიაზე.

ჰარი სთეკ სალივანი

ფრომისგან განსხვავებით, ჰარი სთეკ სალივანი (Harry Stack Sullivan) თერაპიით უფრო იყო დაინტერესებული, ვიდრე თეორიით. მისი მკურნალობა ფოკუსირებული იყო ანალიტიკოსისა და პაციენტის ურთიერთობაზე და ყოველდღიური სოციალური კონტაქტების განხილვაზე. ფროიდისეული ფსიქოანალიზისაგან განსხვავებით, სალივანის თერაპიაში პაციენტი და თერაპევტი შედარებით თანასწორნი არიან. სალივანი პირდაპირ კითხვებსა და პროვოკაციულ გამონათქვამებს ანიჭებდა უპირატესობას და ნაკლებად აინტერესებდა თეორიაზე დამყარებული ინტერპრეტაცია (Sullivan, 1953).

წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები