ბათიაშვილი თამაზ
(→იხილეთ აგრეთვე) |
|||
ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/2287/ თამაზ ბათიაშვილი] | [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/2287/ თამაზ ბათიაშვილი] | ||
− | + | ||
[[კატეგორია: ქართველი მევიოლინეები]] | [[კატეგორია: ქართველი მევიოლინეები]] | ||
[[კატეგორია:საქართველოს სსრ სახალხო არტისტები ]] | [[კატეგორია:საქართველოს სსრ სახალხო არტისტები ]] | ||
[[კატეგორია: ზაქარია ფალიაშვილის პრემიის ლაურიატები]] | [[კატეგორია: ზაქარია ფალიაშვილის პრემიის ლაურიატები]] | ||
[[კატეგორია:შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურიატები]] | [[კატეგორია:შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურიატები]] | ||
− | [[კატეგორია:ქართული | + | [[კატეგორია:ქართული მუსიკის ისტორია]] |
11:10, 30 მაისი 2019-ის ვერსია
ბათიაშვილი თამაზ ალექსის ძე - (18.III.1941, თბილისი), მევიოლინე და პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი (1980), შ. რუსთაველის სახ. პრემიის ლაურეატი (1992), ზ. ფალიაშვილის სახ. პრემიისა (1971) და ლ. ვაინერის სახ. საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (1973, ბუდაპეშტი, კვარტეტის სხვა წევრებთან ერთად).
1963 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია, 1966 ასპირანტურა (პროფესორ შ. შანიძის ვიოლინოს კლასი). 1963-იდან მუშაობა დაიწყო საქართველოს კამერულ ორკესტრში (რომლის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი და მონაწილეცაა) კონცერტმაისტერად, ბოლო 1966-იდან საქართველოს სახელმწიფო სიმებიან კვარტეტში მევიოლინედ. კვარტეტთან ერთად კონცერტებს მართავდა ყოფილ სსრკ ქალაქებში და საზღვარგარეთ. 1967-იდან კონსერვატორიის პედაგოგია (1986-იდან პროფესორი). 1990-იანი წლებიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს გერმანიაში. (ლ. საყვარელიძე)
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")