Papentucellia latifolia Caruel
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | კახეთის რეგიონის მცენარეები | + | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] |
+ | |||
[[კატეგორია:მცენარეები]] | [[კატეგორია:მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:შავწამალასებრნი]] | [[კატეგორია:შავწამალასებრნი]] |
13:17, 19 ნოემბერი 2018-ის ვერსია
Papentucellia latifolia Caruel – ოჯახი: შავწამალასებრნი (Scrophulariaceae). 10-30 სმ სიმაღლის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ჯირკვლოვან-ბეწვიანი. ღერო სწორად მდგომია, მარტივი ან დატოტვილი. ღეროსეული ფოთოლი 4-8 წყვილია, ფართო-კვერცხისებური, კიდედაკბილული. გვირგვინი მეწამულია, ქვედა ტუჩი სამნაკვთიანი. ყვავილები იღლიურია. ყვ. ნაყ. IV-V. მცენარე იზრდება ველებზე, მდელოებზე და ბუჩქნარებში, ტენიან ადგილებში, ზოგან – მასიურად. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ ბაბანეურისა და ქალაქ ყვარლის მიდამოებში. გავრცელებულია, ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოში.