ხვარხვარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | კახეთის რეგიონის მცენარეები | + | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] |
[[კატეგორია:მცენარეები]] | [[კატეგორია:მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:ნაცარქათამასებრნი]] | [[კატეგორია:ნაცარქათამასებრნი]] |
13:12, 19 ნოემბერი 2018-ის ვერსია
ხვარხვარა – (Petrosimonia brachiata [Pall.] Bunge); ოჯახი: ნაცარქათამასებრნი (Chenopodiaceae). 40 სმ სიმაღლის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. სწორად მდგომი ან წამოწეული, მოპირისპირედ განლაგებული ტოტებით. მცენარე თავიდან შებუსულია, შემდგომში – შიშველი. ფოთლები ხაზურია, მომსხო, ნახევრად ცილინდრული. ფოთლები ძირში გაფართოებულია და სიფრიფანა არშიით შემოვლებული. ყვავილები დამოკლებულ ტოტებზე სხედან. ყვ. ნაყ. VI-X. მცენარე იზრდება დამლაშებულ და ქვიან ადგილებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია გარეჯის მიდამოებში. ცნობილია თბილისის მიდამოებშიც.