უცვეთელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | კახეთის რეგიონის მცენარეები | + | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] |
− | + | ||
[[კატეგორია:მცენარეები]] | [[კატეგორია:მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:წყალფოთოლასებრნი]] | [[კატეგორია:წყალფოთოლასებრნი]] |
13:10, 19 ნოემბერი 2018-ის ვერსია
უცვეთელა – (Philadelphus caucasicus Koehne = Piladelphus coronarus L.); ოჯახი: წყალფოთოლასებრნი (Hydrangaeceae). 3 მ-მდე სიმაღლის ბუჩქია. ტოტების ქერქი მოყვითალო ან მოწითალოა. ფოთლები ფართო-კვერცხისებური, ელიფსურია, კიდეზე დაკბილული. ზედა მხარე კაშკაშა მწვანეა, ქვედა – რუხი. ყვავილედი მტევანია, 7-9-ყვავილიანი, ყვავილი თეთრია ან მოყვითალო, სურნელოვანი. ყვ. V-VII; ნაყ. VII-IX. მცენარე იზრდება ტყის შუა და ზედა სარტყლებში, ტყის პირას და ბუჩქნარებში, ხეობების აყოლებაზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია მდინარე სტორის ხეობაში. საქართველოში გავრცელებულია თითქმის ყველგან, გარდა სამხრეთ საქართველოსი.