Polemonium caucasicum N. Busch
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | კახეთის რეგიონის მცენარეები | + | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] |
[[კატეგორია:მცენარეები]] | [[კატეგორია:მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:პოლემონისებრნი]] | [[კატეგორია:პოლემონისებრნი]] | ||
+ | [[კატეგორია:მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეები]] |
13:06, 19 ნოემბერი 2018-ის ვერსია
Polemonium caucasicum N. Busch – ოჯახი: Polemoniaceae. 30-100 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სწორად მდგომი, მარტივი, შეფოთლილი. მხოლოდ ზედა ნაწილში შებუსული. ფოთლები მორიგეობითია, კენტფრთისებური, 5-11 ფოთოლაკით. ფოთოლაკები კვერცხის ფორმის ლანცეტაა, თითქმის შიშველი. ყვავილედი საგველასებურია, შეკუმშული. გვირგვინი ცისფერია ან ლურჯი. ყვ. VI-VIII; ნაყ. VIII-IX. მცენარე გავრცელებულია, ძირითადად, ზედა სარტყელში, ტყეებსა და ბუჩქნარებში, ტყის პირას. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე – ჭანჭახის ხეობაში. საქართველოში სპორადულად არის გავრცელებული.