ეკალცოცხი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 9: ხაზი 9:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.
+
[[კახეთის რეგიონის მცენარეები]]
 
+
 
[[კატეგორია:მცენარეები]]
 
[[კატეგორია:მცენარეები]]
 
[[კატეგორია:რთულყვავილოვნები]]
 
[[კატეგორია:რთულყვავილოვნები]]

10:45, 13 ნოემბერი 2018-ის ვერსია

ეკალცოცხი

ეკალცოცხი - (Centaurea solstitialis L.); ოჯახი: რთულყვავილოვნები (Asteraceae). ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო სწორია, 30-100 სმ სიმაღლის, ღარებიანი, მონაცრისფრო ქეჩისებური შებუსვით. ზედა ნაწილში დატოტვილია ზემოთ აშვერილი ტოტებით. ფესვთანური ფოთლები ჩანგისებურია, მოგრძო ფორმის, კენწრული ფოთოლაკი უფრო დიდი ზომისაა, ვიდრე გვერდითები ღეროსეული ქვედა ფოთლები ხაზურია, კიდემთლიანი ან დაკბილული. საბურვლის ფოთოლაკები ეკლიანია, ყვავილები ყვითელი ფერისაა. განაპირა ყვავილები თითქმის არ არის გადიდებული. ყვ. ნაყ. VI-IX. კახეთში ეს მცენარე ფართოდ არის გავრცელებული ველებისა და ფრიგანისეული მცენარეულობის ზონაში. მისი ნახვა შესაძლებელია სოფლების – მაღაროსა და გამარჯვებას – შორის, ასევე ტარიბანაზე. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები