დიხაშ ხვამა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ოხორიშ ხვამა“ გადაიტანა გვერდზე „დიხაშ ხვამა“ გადამისამართება...) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''დიხაშ ხვამა''' ''(„მიწის | + | '''დიხაშ ხვამა''' ''(„მიწის [[ლოცვა]]“)'' / '''ოხორიშ ხვამა''' ''(„სამოსახლოს დალოცვა“)'' – საცხოვრებელი სახლის ასაგებად შერჩეული ადგილის დალოცვის მეგრული [[რიტუალი]]: არასწორ კვადრატად დაგეგმარებული ნაგებობის ოთხივე კუთხეში ოჯახის ხელმძღვანელი მამაკაცი საამისოდ გამომცხვარ მცირე ზომის თითო [[პური|პურს]] დადებდა, იქვე [[სანთელი (სარიტუალო)|სანთლებს]] აანთებდა, ხელში ღვინით სავსე სასმისს დაიკავებდა და ოჯახის წევრების თანდასწრებით ფუძის (ნერჩის) მფარველს სახლის აშენებაში შემწეობას, შერჩეულ ადგილზე ბედნიერ ცხოვრებას, ოჯახის შემადგენლობის გაზრდასა და საქონლის გამრავლებას შეთხოვდა. ფუძის [[ანგელოზი|ანგელოზს]] ასეთივე ვედრების ტექსტით საცხოვრებლის აგების შემდგომაც მიმართავდა. |
15:33, 8 ნოემბერი 2018-ის ვერსია
დიხაშ ხვამა („მიწის ლოცვა“) / ოხორიშ ხვამა („სამოსახლოს დალოცვა“) – საცხოვრებელი სახლის ასაგებად შერჩეული ადგილის დალოცვის მეგრული რიტუალი: არასწორ კვადრატად დაგეგმარებული ნაგებობის ოთხივე კუთხეში ოჯახის ხელმძღვანელი მამაკაცი საამისოდ გამომცხვარ მცირე ზომის თითო პურს დადებდა, იქვე სანთლებს აანთებდა, ხელში ღვინით სავსე სასმისს დაიკავებდა და ოჯახის წევრების თანდასწრებით ფუძის (ნერჩის) მფარველს სახლის აშენებაში შემწეობას, შერჩეულ ადგილზე ბედნიერ ცხოვრებას, ოჯახის შემადგენლობის გაზრდასა და საქონლის გამრავლებას შეთხოვდა. ფუძის ანგელოზს ასეთივე ვედრების ტექსტით საცხოვრებლის აგების შემდგომაც მიმართავდა.
ლიტერატურა
- ნ. ანთელავა. სამეგრელოს ექსპედიციის მასალები. რვ. № 114, გვ. 7 (ხელნაწერი ინახება ავტორთან);
- ს. მაკალათია. სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია. თბ., 1941, 325.