ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი
ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]] | [[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]] | ||
− | |||
− | |||
[[კატეგორია:ალკოჰოლის მოხმარება მავნე შედეგების რისკით]] | [[კატეგორია:ალკოჰოლის მოხმარება მავნე შედეგების რისკით]] |
15:26, 3 სექტემბერი 2018-ის ვერსია
ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი - (Q86.0), (fetal alcohol syndrome (FAS)), ზრდის ფსიქიკური და ფიზიკური განვითარების შეფერხება, თავის ქალას, სახის, კიდურების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დეფექტების გამოვლენა ბავშვებში, რომელთა დედა ორსულობის პერიოდში იმ რაოდენობის ალკოჰოლურ სასმელებს ღებულობდა, რაც გამოიხატება ტერმინით – ალკოჰოლის მოხმარება მავნე გამოსავალის რისკით.
პათოლოგიის ყველაზე ხშირ გამოვლინებას წარმოადგენს პრენატალური ან პოსტნატალური ზრდის დეფიციტი, მიკროცეფალია, განვითარების შეფერხება ან გონებრივი ჩამორჩენილობა, თვალის ვიწრო ჭრილი, მოკლე აპრეხილი ცხვირი დაბალი (მიჭყლეტილი) უნაგირით, თხელი ზედა ტუჩი, პათოლოგიური ნაკეცები ხელის გულებზე, გულის მანკები (უპირატესად ძგიდეებსშორისი ლოკალიზაციით). აღნიშნულ დარღვევებსა და ნაყოფზე ალკოჰოლის გავლენას შორის მიზეზობრივი კავშირი ერთმნიშვნელოვნად დადგენილი არ არის.