შიზოფრენია ჰებეფრენიული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „შიზოფრენია ჰებეფრენიული“ გადაიტანა გვერდზე „[[დეზორგანიზებული ...) |
17:00, 6 აგვისტო 2018-ის ვერსია
შიზოფრენია, ჰებეფრენიული - (F20.1), (schizophrenia, hebephrenic), მოზარდის ან ადრეულ მოწიფულობის ასაკში განვითარებული შიზოფრენიის ფორმა, რომლის დროსაც მეტად გამოხატულია დარღვევები, ბოდვითი იდეები და ჰალუცინაციები კი ფრაგმენტული და სწრაფად გარდამავალია, ქცევა არაკონტროლირებად და მოულოდნელ ხასიათს ატარებს, ჩვეულებრივია მანერულობა ემოციები ზედაპირული და არაადეკვატურია, აზროვნება – დეზორგანიზებული, მეტყველება – უთავბოლო გამოხატულია სოციალური იზოლირების ტენდენცია. ნეგატიური სიმპტომების და ნებისყოფის დეფექტის სწრაფი განვითარების გამო პროგნოზი არასასიკეთოა, კერძოდ, ემოციური შემკვრივება.
სინონიმი
- ჰებეფრენია
- დეზორგანიზებული შიზოფრენია