მყიფე X-ქრომოსომის სინდრომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მყიფე X-ქრომოსომის სინდრომი''' - (fragile X-syndrome), X-ქრომოსომის (Xq27-28) მემკ...)

15:52, 27 ივლისი 2018-ის ვერსია

მყიფე X-ქრომოსომის სინდრომი - (fragile X-syndrome), X-ქრომოსომის (Xq27-28) მემკვიდრეობითი წერტილოვანი დეფექტი, რომლიც მეტაფაზის დროს შეუღებავ მონაკვეთს წარმოადგენს და ქრომოსომას მყიფეს (მტვრევადს) ხდის.

ეს დეფექტი საშუალო ან მძიმე ინტელექტუალური ჩამორჩენილობის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია, რომელიც X-ქრომოსომით გამოწვეული გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ოჯახების 1/3-ს აღენიშნება.

მამაკაცებში სინდრომებს თან სდევს მაკროორქიდიზმი, გამოშვერილი ყურები, დამახასიათებელი სახის ნაკვთები, კრუნჩხვები, აუტიზმი.

კლინიკური გამოვლინებების მქონე მამაკაცებისა და ანომალიური გენის მატარებელი ქალების დიაგნოსტიკას ხელს უწყობს ციტოგენეტიკური და მოლეკულური შესწავლა.


წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები