ცეცხლგამჩენი იარაღი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ცეცხლგამჩენი იარაღი''' – იარაღი, რომელიც მოწინააღმდეგეზე ზ...)

15:16, 21 თებერვალი 2018-ის ვერსია

ცეცხლგამჩენი იარაღი – იარაღი, რომელიც მოწინააღმდეგეზე ზეგავლენას ახდენს უშუალოდ ცეცხლგამჩენი ნივთიერებებით და მის მიერ გამოწვეული ხანძრით. შეიცავს ცეცხლგამჩენ საბრძოლო მასალას (ცეცხლმსროლელი ნარევები) და მათი მიზანთან მიტანის საშუალებებს.

საბრძოლო მასალას განეკუთვნება: დაზიანების, ცეცხლგაჩენის ბომბური საშუალებები, (ცეცხლგამჩენი ავიაბომბები, ბაკები, ბომბური კასეტები, კონტეინერები), ცეცხლგამჩენი საარტილერიო ჭურვები და ნაღმები, რაკეტების ცეცხლგამჩენი საბრძოლო ნაწილი, ყუმბარები, კაფსულები, ტყვიები, საცეცხლე ფუგასები და ცეცხლწყლიანი წინაღობები. მიტანის საშუალებებად გამოიყენება თვითმფრინავები, ვერტმფრენები, საარტილერიო ქვემეხები, გამშვები დანადგარები, ყუმბარმტყორცნები, ცეცხლსასროლი იარაღი და ა.შ.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები