ოზაი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ოზაჲ''' ''(ბალყ.-ყარაჩ. Озай)'' – ბალყარულ-ყარაჩული საშემოდგომო სა...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''ოზაჲ''' ''(ბალყ.-ყარაჩ. Озай)'' – ბალყარულ-ყარაჩული საშემოდგომო საწესო მსვლელობა და სიმღერა. ნოემბერის თვეში, საზაფხულო საძოვრებიდან საქონლის ჩამორეკვისა და ჭირნახულის დაბინავების შემდგომ, იმართებოდა კარნავალური ზეიმი, რომლის მონაწილეები, გამოწყობილნი შინაური ცხოველებისა და ნადირის ნიღბებში, საგვარეულო დროშებით, ცხვრისა და არწივის ფიტულებითა და „ოზაჲს“ სიმღერით სოფელში ეზო-ეზო დადიოდნენ და პროდუქტებს აგროვებდნენ. სიმღერის ტექსტში იმავე მდგრად პოეტურ ფორმულებს (ოჯახის სადიდებელი, სურვილები, თხოვნა, დამუქრება და სხვ.) იყენებდნენ, როგორიც სხვა საწესო სიმღერებისთვის ოყო დამახასიათებელი, მაგალითად:
 
+
:::ადექი, დიასახლისო, ადექი,
ადექი, დიასახლისო, ადექი,
+
:::ჭერში შეძვერი, დიასახლისო,
ჭერში შეძვერი, დიასახლისო,
+
:::ოზაჲ, ოზაჲ,
ოზაჲ, ოზაჲ,
+
:::შავყურა თეთრი ხბოს, წუხელ რომ დაკალით,
შავყურა თეთრი ხბოს, წუხელ რომ დაკალით,
+
:::ბეჭი მოგვაწოდე,
ბეჭი მოგვაწოდე,
+
:::ოჲ, ოზაჲ, ოზაჲ!
ოჲ, ოზაჲ, ოზაჲ!
+
:::ერთი ნაბიჯი – შენკენ,
ერთი ნაბიჯი – შენკენ,
+
:::ერთი ხურჯინი საკვები – მე,
ერთი ხურჯინი საკვები – მე,
+
:::მომე [[თასი]]თ წვნიანი,
მომე [[თასი]]თ წვნიანი,
+
:::მომე [[პური]]ს ყუა,
მომე [[პური]]ს ყუა,
+
:::მომე მკერდის ხორცი.
მომე მკერდის ხორცი.
+
:::თუ არ მომცემ,
თუ არ მომცემ,
+
:::დე, კლდიდან ჩამოვარდე და დაიმტვრე!
დე, კლდიდან ჩამოვარდე და დაიმტვრე!
+
 
+
 
ახალგაზრდები, თხის ნიღბიანი მონაწილის მეთაურობით, სიცილითა და მხიარულებით ბალყარეთში „ოზაჲსა“ და ყარაჩშსა და ჩერექის ხეობაში „გჲუფეს“ სიმღერებით დასაჩუქრებას ითხოვდნენ. ამ სიმღერებს ტრადიციულად ასე იწყებდნენ:
 
ოზაჲ, ოზაჲ!
+
:::ოზაჲ, ოზაჲ!
მოვედით თქვენთან,
+
:::მოვედით თქვენთან,
გაგვიმასპინძლდით ჩვენ.
+
:::გაგვიმასპინძლდით ჩვენ.
დე, [[თეირი|თეირმა]] (ღმერთმა) მოგცეთ!
+
:::დე, [[თეირი|თეირმა]] (ღმერთმა) მოგცეთ!
 
+
 
ამას მოყვებოდა დალოცვა:
 
ამას მოყვებოდა დალოცვა:
 
+
:::დე, მატყლიანი იყოს თქვენი ცხვარი, ოზაჲ!
დე, მატყლიანი იყოს თქვენი ცხვარი, ოზაჲ!
+
:::დე, მუდამ მხიარული იყოს თქვენი დღეობა, ოზაჲ!
დე, მუდამ მხიარული იყოს თქვენი დღეობა, ოზაჲ!
+
:::დე, მუდამ მსუქანი იყოს თქვენი საქონელი, რომელსაც დაკლავთ, ოზაჲ!
დე, მუდამ მსუქანი იყოს თქვენი საქონელი, რომელსაც დაკლავთ, ოზაჲ!
+
:::დე, გათხოვდეს თქვენი ქალიშვილი, ოზაჲ!
დე, გათხოვდეს თქვენი ქალიშვილი, ოზაჲ!
+
:::დე, თქვენს რძლებს ბევრი ვაჟი შეეძინოთ, ოზაჲ!
დე, თქვენს რძლებს ბევრი ვაჟი შეეძინოთ, ოზაჲ!
+
  
საჩუქრის გარეშე დარჩენილი დამლოცველები დაამატებდნენ: „დე, თქვენს ყანაში [[ხორბალი]] არ ამოვიდეს, ოზაჲ!“
 
საჩუქრის გარეშე დარჩენილი დამლოცველები დაამატებდნენ: „დე, თქვენს ყანაში [[ხორბალი]] არ ამოვიდეს, ოზაჲ!“

15:29, 2 ნოემბერი 2017-ის ვერსია

ოზაჲ (ბალყ.-ყარაჩ. Озай) – ბალყარულ-ყარაჩული საშემოდგომო საწესო მსვლელობა და სიმღერა. ნოემბერის თვეში, საზაფხულო საძოვრებიდან საქონლის ჩამორეკვისა და ჭირნახულის დაბინავების შემდგომ, იმართებოდა კარნავალური ზეიმი, რომლის მონაწილეები, გამოწყობილნი შინაური ცხოველებისა და ნადირის ნიღბებში, საგვარეულო დროშებით, ცხვრისა და არწივის ფიტულებითა და „ოზაჲს“ სიმღერით სოფელში ეზო-ეზო დადიოდნენ და პროდუქტებს აგროვებდნენ. სიმღერის ტექსტში იმავე მდგრად პოეტურ ფორმულებს (ოჯახის სადიდებელი, სურვილები, თხოვნა, დამუქრება და სხვ.) იყენებდნენ, როგორიც სხვა საწესო სიმღერებისთვის ოყო დამახასიათებელი, მაგალითად:

ადექი, დიასახლისო, ადექი,
ჭერში შეძვერი, დიასახლისო,
ოზაჲ, ოზაჲ,
შავყურა თეთრი ხბოს, წუხელ რომ დაკალით,
ბეჭი მოგვაწოდე,
ოჲ, ოზაჲ, ოზაჲ!
ერთი ნაბიჯი – შენკენ,
ერთი ხურჯინი საკვები – მე,
მომე თასით წვნიანი,
მომე პურის ყუა,
მომე მკერდის ხორცი.
თუ არ მომცემ,
დე, კლდიდან ჩამოვარდე და დაიმტვრე!

ახალგაზრდები, თხის ნიღბიანი მონაწილის მეთაურობით, სიცილითა და მხიარულებით ბალყარეთში „ოზაჲსა“ და ყარაჩშსა და ჩერექის ხეობაში „გჲუფეს“ სიმღერებით დასაჩუქრებას ითხოვდნენ. ამ სიმღერებს ტრადიციულად ასე იწყებდნენ:

ოზაჲ, ოზაჲ!
მოვედით თქვენთან,
გაგვიმასპინძლდით ჩვენ.
დე, თეირმა (ღმერთმა) მოგცეთ!

ამას მოყვებოდა დალოცვა:

დე, მატყლიანი იყოს თქვენი ცხვარი, ოზაჲ!
დე, მუდამ მხიარული იყოს თქვენი დღეობა, ოზაჲ!
დე, მუდამ მსუქანი იყოს თქვენი საქონელი, რომელსაც დაკლავთ, ოზაჲ!
დე, გათხოვდეს თქვენი ქალიშვილი, ოზაჲ!
დე, თქვენს რძლებს ბევრი ვაჟი შეეძინოთ, ოზაჲ!

საჩუქრის გარეშე დარჩენილი დამლოცველები დაამატებდნენ: „დე, თქვენს ყანაში ხორბალი არ ამოვიდეს, ოზაჲ!“

ბალყარელებში გავრცელებული იყო ცეკვა „ოზაჲ“: დიასახლისის როლს ასრულებდა მდიდრულად ჩაცმული ქალიშვილი, რომელთანაც მოცეკვავეები თხის ნიღბიან პერსონაჟთან ერთად მივიდოდნენ. დიასახლისს მისი ქალ-ვაჟის როლში გვერდით გოგო-ბიჭი ედგა. თამაშდებოდა ქორწილის სცენა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ გოგო გათხოვდებოდა, ბიჭი კი დაქორწინდებოდა. შემდეგ დასაჩუქრებულნი „ოზაჲს“ ცეკვავდნენ. ცეკვის სხვა ვარიანტით, დიასახლისი ხელის აქნევით საჩუქრის გაჩემაზე უარს ამბობდა, რის გამოც მოცეკვავეები მას ხუმრობით მუშტს უქნევდნენ.

ლიტერატურა

  • Урусбиева Ф. Карачаево-балкарский фольклор. Черкесск, 1979;
  • Хаджиева Т. Эстетическая и утилитарно-магическая функции календарных песеп балкарцев и карачаевцев (весенне-летний цикл) // Календарно-обрядовая поэзия народов Северного Кавказа. Махачкала, 1988;
  • Кудаев М. Ч. Древние танцы балкарцев и карачаевцев. Нальчик, 1997.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები