არამომაკვდინებელი მოქმედების იარაღი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''არამომაკვდინებელი მოქმედების იარაღი''' – იარაღის სახეობებ...)
 
(წყარო)
ხაზი 10: ხაზი 10:
 
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი  2017
 
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი  2017
  
[[კატეგორია:იარაღის სახეობები]][
+
[[კატეგორია:იარაღის სახეობები]]
[კატეგორია:არამომაკვდინებელი იარაღი]]
+
[[კატეგორია:არამომაკვდინებელი მოქმედების იარაღები]]

13:58, 30 ოქტომბერი 2017-ის ვერსია

არამომაკვდინებელი მოქმედების იარაღი – იარაღის სახეობები, რომლებსაც შეუძლიათ მცირე ხნით ან ხანგრძლივი ვადით მოუსპონ მოწინააღმდეგეს შესაძლებლობა აწარმოოს საბრძოლო მოქმედება, მისთვის აუნაზღაურებელი დანაკარგის მიყენების გარეშე.

განკუთვნილია ისეთი შემთხვევებისათვის, როდესაც ჩვეულებრივი იარაღის, მით უმეტეს მასობრივი დაზიანების იარაღის გამოყენება მიუღებელია პოლიტიკური, ეთიკური ან სხვა მოსაზრებების გამო.

ტერმინი გაჩნდა XX საუკუნის 90-იანი წლების დამდეგს აშშ-ში. იყოფა იარაღად, რომელიც მოქმედებს მხოლოდ ცოცხალ ძალაზე (პოლიციური გაზები, ვაზნები, არამომაკვდინებელი ტყვიები, ფსიქოტროპული პრეპარატები, ინფრაბგერითი იარაღი და სხვა) და მატერიალურ საშუალებებად (ელექტრომაგნიტური იარაღი, ელექტრონულ-გამომთვლელ მანქანებზე რადიოელექტრონული ზემოქმედებისა და მათი ჩახშობის საშუალებები, ბიოლოგიური და ქიმიური საშუალებანი, რომლებიც შლიან ნავთობპროდუქტებსა და სხვა ნივთიერებებს).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები