ალბანეთი
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:AlbaneTis drosha.png|thumb|250პქ|ალბანეთის დროშა]] | [[ფაილი:AlbaneTis drosha.png|thumb|250პქ|ალბანეთის დროშა]] | ||
− | '''ალბანეთი''' - | + | '''ალბანეთი''' - ალბანეთის რესპუბლიკა – სახელმწიფო ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. დასავლეთიდან ესაზღვრება ადრიატიკის და იონიის ზღვები. |
'''ფართობი''' - 28,7 ათ. კმ2. | '''ფართობი''' - 28,7 ათ. კმ2. |
12:32, 9 ოქტომბერი 2017-ის ვერსია
ალბანეთი - ალბანეთის რესპუბლიკა – სახელმწიფო ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. დასავლეთიდან ესაზღვრება ადრიატიკის და იონიის ზღვები.
ფართობი - 28,7 ათ. კმ2.
მოსახლეობა - 3,1 მლნ კაცი (2012), 98% ალბანელი.
ოფიციალური ენა – ალბანური.
დედაქალაქი – ქ. ტირანა.
ადმინისტრაციული დაყოფა – 35 რეტი (ოლქი).
ალბანეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა.
სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი და საკანონმდებლო ორგანო – სახალხო კრება (ერთპალატიანი პარლამენტი).
ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანო – მინისტრთა საბჭო (მთავრობა). ალბანეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა 1912 წლიდან. ნატოს წევრი ქვეყანაა.
ალბანეთი აგრარულ-ინდუსტრიული ქვეყანაა, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი სახელმწიფო. აწარმოებს ქრომის, რკინანიკელის, ბრინჯაოს მადნის, ნახშირის და ნავთობის მოპოვებას.
საზღვაო პორტებია: დურესი, ვლიორა, შემგინი, სარანდა. საერთაშორისო აეროპორტი – რინასი (ტირანა).
შეიარაღებული ძალების საერთო რაოდენობა არის 10,6 ათ. (2012), რეზერვი – 4,5 ათ. კაცი. მათ შორის სახმელეთო ჯარებში 8,1 ათ., სამხედრი-საჰაერო – 1,4 ათ. და სამხედროსაზღვაო ძალებში 1,1 ათ. კაცი.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017