პატარძალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: პატარძალა '''პატარძალა''' – (Anchusa italica Retz. = Anchusa azurea Mill.); ო...)

14:45, 5 ოქტომბერი 2017-ის ვერსია

პატარძალა


პატარძალა – (Anchusa italica Retz. = Anchusa azurea Mill.); ოჯახი: ლაშქარასებრნი (Boraginaceae). ორ ან მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მთელი მცენარე უხეში ჯაგრითაა შებუსული. ფოთლები ოვალურია ან მოგრძო-ლანცეტა. ქვედა ფოთლები ყუნწიანია, ზედა კი – მჯდომარე. ყვავილები შეკრებილია ფარჩხატ ხვეულებად. გვირგვინი მეწამულ-ლურჯი ფერისაა. ხახა სქლად არის მოფენილი თეთრი ბეწვით. ყვ. IV; ნაყ. VII. მცენარე იზრდება მშრალ ადგილებში, გზის პირებსა და ნათესებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თითქმის ყველგან, არცთუ ისე ხშირი მცენარეა, მთელ საქართველოში სპორადულად არის გავრცელებული.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები