ჰერაკლეს სვეტები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
[[კატეგორია:ბერძნული მითები]] | [[კატეგორია:ბერძნული მითები]] | ||
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ჰერაკლე]] |
მიმდინარე ცვლილება 10:19, 4 ივლისი 2017 მდგომარეობით
ჰერაკლეს სვეტები – (ბერძნ.) მითოგრაფოსთა და ისტორიოგრაფოსთა თანახმად, ჰერაკლეს თავგადასავალი მრავალ ისტორიულ მოვლენასთან არის დაკავშირებული ისევე, როგორც ტროას ომი ან არგონავტების ლაშქრობა. მითოსი მოგვითხრობს, რომ ჰერაკლემ გადაიარა მთელი ევროპა, ლიბია (აფრიკა) და ამ ლაშქრობის აღსანიშნავად აღმართა სვეტები. ძველების წარმოდგენით, ეს სვეტები ქვეყნიერების უკიდურეს სამანთან მდებარეობდნენ. თანამედროვე გაგებით, ჰერაკლეს სვეტებად, რომელთა მახლობელ მიდამოებშიც ბერძენთა კოლონიები დაახლოებით ძვ. წ. XI საუკუნეში აღმოცენდა, იწოდებიან სეუტა და ჰიბრალტარი.
გადატანითი მნიშვნელობით „ჰერაკლეს სვეტებამდე მისვლა“ ნიშნავს „უკიდურესობამდე მისვლას“.