ამპერი ანდრე მარი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ანდრე მარი ამპერი“ გადაიტანა გვერდზე „ამპერი ანდრე მარი“ გადა...) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
+ | [[ფაილი:Amperi.PNG|thumb|150px|ანდრე მარი ამპერი]] | ||
'''ანდრე მარი ამპერი''' – (ფრანგ. André-Marie Ampère, 1775-1836 წ.), ფრანგი ფიზიკოსი და მათემატიკოსი ელექტრომაგნეტიზმის ფუძემდებელი და აღმომჩენი. | '''ანდრე მარი ამპერი''' – (ფრანგ. André-Marie Ampère, 1775-1836 წ.), ფრანგი ფიზიკოსი და მათემატიკოსი ელექტრომაგნეტიზმის ფუძემდებელი და აღმომჩენი. | ||
მიმდინარე ცვლილება 00:55, 22 დეკემბერი 2024 მდგომარეობით
ანდრე მარი ამპერი – (ფრანგ. André-Marie Ampère, 1775-1836 წ.), ფრანგი ფიზიკოსი და მათემატიკოსი ელექტრომაგნეტიზმის ფუძემდებელი და აღმომჩენი.
ამპერი დაიბადა 1775 წლის 22 იანვარს ლიონში. ამ ნიჭიერსა და მათემატიკით დაინტერესებულ ახალგაზრდას სკოლაში სწავლის საშუალება არ ჰქონდა, უმეტესად დამოუკიდებლად მეცადინეობდა. 10 წლის ასაკში დაიწყო ლათინურის შესწავლა, ამაში მამა ეხმარებოდა. უმაღლესი მათემატიკის პირველი მასწავლებელი კი იყო ადგილობრივი სამწყსოს მღვდელი. დამოუკიდებლად სწავლობდა ბოტანიკასა და ქიმიასაც. 14 წლის ასაკში დიდი ინტერესით წაიკითხა დიდროსა და დალამბერის „ენციკლოპედიის“ ყველა 20 ტომი.
როდესაც ამპერს შეუსრულდა 18 წელი, იაკობინელთა დიქტატურის დროს (1793 წ.) დაიღუპა მისი მამა. რამდენიმე წლის განმავლობაში მყარი ინტერესები არ გააჩნდა სხვადასხვა საკითხებით იყო დაინტერესებული, სხვათა შორის, რუსოს გავლენით შექმნა „უნივერსალური ენა“, რათა დაახლოებოდა სხვადასხვა ეროვნების ხალხს.
შემდეგ ამპერი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. ლიონში მათემატიკას ასწავლიდა, 1801 წელს კი – ფიზიკასა და ქიმიას ბრუკ-ან-ბრესში. ერთდროულად ატარებდა კვლევით სამუშაოებს, პირველად მათემატიკაში, გამოაქვეყნა ნაშრომები ალბათობის თეორიაში და მათემატიკური ანალიზის ზოგიერთ პრობლემაზე. ამ შრომებმა ახალგაზრდა მასწავლებლისადმი ყურადღება მიიქცია და ხელი შეუწყო პარიზის პოლიტიკურ სკოლაში მათემატიკის პედაგოგის ადგილის მიღებაზე. 1808 წ. ამპერს ნიშნავენ უნივერსიტეტის გენერალური ინსპექტორის თანამდებობაზე 1814 წელს ინსტიტუტის წევრი ხდება (მოგვიანებით საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემია), 1829 წლიდან ასწავლის ფიზიკას ცნობილ კოლეჟდე-ფრანსში (საფრანგეთის კოლეჟი).
1820 წელს ფიზიკოსებს შორის სენსაცია გამოიწვია ერსტედის აღმოჩენამ, რომელიც ელექტრული დენის მაგნიტურ ისარზე მოქმედებას ეხებოდა. ამპერი არ შემოისაზღვრა ექსპერიმენტის განმეორებით, მალე გამოაცხადა თავისი „ბურღის წესი, რომლის დახმარებითაც შეიძლება დენის მოქმედებით მაგნიტური ისრის გადახრის მიმართულების განსაზღვრა.
ამპერი შემდეგ აერთებს ერსტედის აღმოჩენას დიდი ხსნის წინ ცნობილ მუდმივი მაგნიტების ურთიერთქმედების მოვლენასთან. ცნობილია, რომ ორი მაგნიტი, – მათი პოლუსების განლაგების მიხედვით, ურთიერთმიეზიდება ან განეზიდება. თუ გამტარი, რომელშიც გადის ელექტრული დენი, განიზიდავს მაგნიტური ისრის სახით დამზადებულ მუდმივ მაგნიტს – მსჯელობდა ამპერი, – თვით გამტარი ყოფილა თავისებური მაგნიტი. თუ ეს ასეა, მაშინ ორი გამტარი, რომლებშიც ელექტრული დენი გადის, იმოქმედებენ ერთმანეთზე მუდმივი მაგნიტების მსგავსად მექანიკური ძალებით.
მათემატიკურად დასაბუთებული ეს მსჯელობა სწორი აღმოჩნდა.
ამპერის აღმოჩენამ მიგვიყვანა იმ აზრამდე, რომ შეიძლება მრავალჯერ გავზარდოთ მაგნიტური ძალების მექანიკური მოქმედება, თუ გამტარს კოჭაზე დავახვევთ. შემდგომში აღმოჩნდა, რომ ელექტრომაგნიტი მეტალის გულარით უფრო დიდ მოქმედებას ახდენს, ვიდრე კოჭა მეტალის გულარის გარეშე.
ეს იყო დიდი პრაქტიკული მნიშვნელობის დაკვირვებები, ისინი გამოყენებულ იქნენ შესაბამისად შემდგომ კვლევებში.
უნდა დავამატოთ, რომ უშუალოდ ერსტედისა და ამპერის აღმოჩენებს მოჰყვა ელექტრული დენის გაზომვისთვის ხელსაწყოს შექმნა ეს იყო მაგნიტური ისარი, მოთავსებული კოჭას შიგნით, რომელიც მით უფრო მეტად გადაიხრებოდა, რაც უფრო მეტი დენი გაივლიდა კოჭაში, ამ ხელსაწყოს შემქმნელი, რომელსაც გალვანომეტრი ეწოდა, იყო გერმანელი შვაიგერი.
ამპერის აღმოჩენებსა და დასაბუთებებს არა მარტო პრაქტიკული, არამედ თეორიული მნიშვნელობაც ჰქონდა, დენების ურთიერთქმედება იმდენად განსხვავდებოდა წინათ ცნობილი ელექტრული მოვლენებისაგან, რომ ამპერმა ამ ახალ მოვლენას ელექტროდინამიკური უწოდა და წამოაყენა წინადადება მეცნიერება ელექტრობის შესახებ დაეყოთ ელექტროსტატიკად და ელექტროდინამიკად. ამპერის აზრით, მაგნიტიზმი არ იყო ფიზიკის ცალკე განყოფილება, არამედ ელექტროდინამიკის ფუნდამენტი იყო.
ამპერის შეხედულებებს მისი თანამედროვე ფიზიკოსები მკაცრად აკრიტიკებდნენ მაგრამ მიუხედავად ამისა, როცა 1836 წლის 10 ივლისს დიდი მეცნიერი მარსელთან ახლოს ფილტვების ანთებით გარდაიცვალა, მარსელის ტელეგრაფმა დაუყოვნებლივ გადასცა ცნობა მისი სიკვდილის შესახებ პარიზში.
კომენტარს უკეთებდა რა ამ ფაქტს, ცნობილმა ფრანგმა ფიზიკოსმა არაგომ თქვა, რომ „ამპერის სიკვდილი საერთო სახალხო მწუხარებააო.“ ამპერის გარდაცვალებიდან ასი წლის თავი მთელმა ცივილიზებულმა მსოფლიომ აღნიშნა.