დინამიკური რუკა
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დინამიკური რუკა“ გადაიტანა გვერდზე „დინამიკური რუკები“ გადამ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დინამიკური რუკები“ გადაიტანა გვერდზე „დინამიკური რუკა“ გადამ...) |
მიმდინარე ცვლილება 02:00, 22 ნოემბერი 2024 მდგომარეობით
დინამიკური რუკები – (dynamical maps), მოვლენების და პროცესების დროსა და სივრცეში ცვალებადობის ამსახველი რუკები. ტრადიციულ კარტოგრაფიაში წარმოდგენილია ერთი რუკით ან რუკათა სერიით. მაგ.: ქალაქის ტერიტორიული საზღვრების შეცვლა საუკუნეებისა და წლების განმავლობაში გამოისახება ერთ კომპლექსურ, ან რამდენიმე ანალიზურ რუკაზე. დინამიკურ რუკებზე მოვლენების და პროცესების დროის მიხედვით ცვალებადობა სხვადასხვა კარტოგრაფიული სახვითი საშუალებით გამოისახება (გეომეტრიული ფიგურები, მოძრაობის ხაზები, თვისებრივი ფონი). გეოინფორმაციული კარტოგრაფირება დინამიკურ რუკებს ანიმაციური რუკების სახით წარმოადგენს. მოვლენები და პროცესები არის რუკა-კადრები. გამოიყენება ტრადიციული კარტოგრაფიული სახვითი საშუალებები, მაგრამ მათგან განსხვავებით ისინი მოძრაობენ, გადაადგილდებიან სივრცეში რეალურ ან რეალურთან მიახლოებულ დროში.