პეტრე (პატრიკი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''პეტრე''' (ერისკაცობაში – პეტრიკი), საქართველოს მწიგნობართ...) |
01:19, 30 ივნისი 2024-ის ვერსია
პეტრე (ერისკაცობაში – პეტრიკი), საქართველოს მწიგნობართუხუცესი XI ს-ის II ნახევარში, დიპლომატი და პოლიტიკური მოღვაწე. პეტრეს დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველო-ბიზანტიას შორის ურთიერთობის განმტკიცებაში. 1054 თავის ძმასთან – იოანე ჭყონდიდელთან ერთად ახლდა ბაგრატ IV-სა და მარიამ დედოფალს ბიზანტიაში. ფინანსურად ეხმარებოდა ათონის ივერთა მონასტერს 1065 მონაწილეობს მეორე ბიზანტიურ ელჩობაში, რომლის მიზანი უფლისწულ მარიამის (მართა) ბერძენ უფლისწულზე დაწინდვა იყო. 1085 პეტრე იხსენიება როგორც ვესტი და მწიგნობართუხუცესი.