მირიან I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მირიან I“ გადაიტანა გვერდზე „მირვანოსი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მირვანოსი“ გადაიტანა გვერდზე „მირიან I“ გადამისამართებაზე)

22:02, 7 ივნისი 2024-ის ვერსია

მირიან I (მირვან) – ქართლის მეფე (ძვ. წ. III ს, დასაშვებია II ს-ის დასაწყისი), საურმაგის ძე. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს ცნობით მას აღუმართავს ქალღმერთი დანინას კერპი (ლეონტი მროველი კი ამ კერპის აღმართვას საურმაგს მიაწერს) და აუშენებია არმაზი. ლეონტი მროველი მირიან I-ის დამსახურებად თვლის დურძუკებისა და კავკასიელთა დიდი კოალიციის განადგურებას. მასვე მიეწერება სომხეთის მეფე არმაკთან ურთიერთობის დამყარება.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები