ჯაყელი ბექა (I)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 13: ხაზი 13:
 
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017
 
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017
  
[[კატეგორია:ათბაგები]]
+
[[კატეგორია:ათაბაგები]]
 
[[კატეგორია:მანდატურთუხუცესები]]
 
[[კატეგორია:მანდატურთუხუცესები]]

13:17, 13 ივნისი 2017-ის ვერსია

ბექა (I) ჯაყელი - სამცხის ათაბაგ სარგის ჯაყელის ძე; პირველი მანდატურთუხუცესი ჯაყელთა საგვარეულოდან 1285-1308 წწ-ში.

ბექა მანდატურთუხუცესად იხსენიება ჟამთააღმწერელთან აზატ მოსეს მეთაურობით თურქების შემოსევის ეპიზოდში 1302 წ-ის სიახლოვეს; ანჩის კარედი ხატის წარწერაში და აღბუღას სამართლის წიგნის წინასიტყვაობაში. ბექასათვის მანდატურთუხუცესის სახელოს ბოძება, სავარაუდოდ, განაპირობა ჯაყელთა ნათესაურმა კავშირმა საქართველოს სამეფო სახლთან - ბექას ასული ნათელი იყო დიმიტრი II-ის თანამეცხედრე, ხოლო დიმიტრის სიკვდილით დასჯის შემდეგ ბექამ თავის თავზე აიღო საკუთარი შვილიშვილის, მომავალი გიორგი V ბრწყინვალის აღზრდა. შემდგომში ბექამ დიდი წვლილი შეიტანა გიორგის გამეფებაში. XIII ს-ის მიწურულს ბექა ნათესაურ კავშირს ამყარებს კახა თორელის სახლთან, რის საფუძველზეც შეუდგენიათ ე.წ. „კეთილმოყვრობის დაწერილი“. იგი, როგორც საბუთის ერთ-ერთი მხარე, ამტკიცებს დაწერილს. ჟამთააღმწერელის თანახმად, ბექა განსაკუთრებით განდიდდა ვახტანგ III დიმიტრის ძის (1302-1308) მეფობის დროს. ბექა გამოსახულია ზარზმის ტაძარში თანმხლები წარწერით: „მანდატურთუხუცესი ბექაჲ“.



წყაროები და ლიტერატურა

ჟამთააღმწერელი 1959: 281, 313-315; ქისკ 1984: 192-193; საყვარელიძე 1976: 80; სამართალი ბექასი და აღბუღასი 1963: 425; ბერიძე 1954: 125; კლდიაშვილი 1981: 70-78.


წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები