დიდი ოყარი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დიდი თეთრი ყანჩა“ გადაიტანა გვერდზე „დიდი ოყარი“ გადამისამარ...) |
(→წყარო) |
||
ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
[[კატეგორია:ფრინველები]] | [[კატეგორია:ფრინველები]] | ||
[[კატეგორია:ყანჩისებრნი]] | [[კატეგორია:ყანჩისებრნი]] | ||
− |
მიმდინარე ცვლილება 22:49, 7 მაისი 2024 მდგომარეობით
დიდი ოყარი, (დიდი თეთრი ყანჩა) – (Egretta alba), ფრინველი ყანჩასებრთა ოჯახიდან. გავრცელებულია დასავლეთ და აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ზომიერ და ტროპიკულ სარტყლებში. ბინადრობს წყალსატევებთან ახლოს, როგორც სანაპირო ზოლთან, ისე კონტინენტის შიდა ადგილებში. საქართველოში გვხვდებაა ჯავახეთში, გორელოვკის მიდამოებში. ბინადრობს მდინარეების, ტბებისა და ჭაობების სანაპიროებზე.
დიდი თეთრი ყანჩის სიმაღლეა 94–104 სმ, ფრთებგაშლილი 131–145 სმ, მასა 912–1140 გრამი. აქვს თეთრი ბუმბული, გრძელი შავი ფეხები და ყვითელი ნისკარტი.
დიდი თეთრი ყანჩა მცირერიცხოვანი ფრინველის სახეობაა. საქართველოს წითელ წიგნში შეტანილია როგორც იშვიათი სახეობა, რომელსაც ჯერჯერობით არ ემუქრება გადაშენება, მაგრამ გვხვდება ისე ცოტა, ან იმდენად მცირე ტერიტორიაზე, რომ შესაძლოა სწრაფად გადაშენდეს.