ფოგტი ჰანს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჰანს ფოგტი“ გადაიტანა გვერდზე „ფოგტი ჰანს“ გადამისამართებაზე)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Hans fogti.PNG|thumb|ჰანს ფოგტი]]
 
'''ჰანს ფოგტი'''  – (დ. 1 იანვარი 1903, ფრედრიქსტადი, – გ. 1986), ნორვეგიელი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი და კავკასიოლოგი. ზოგადი ენათმეცნიერების და ინდოევროპულ ენათა სპეციალისტი. ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიური ფაკულტეტის დეკანი (1958–63). მრავალი საენათმეცნიერო საზოგადოებისა და საბჭოს წევრი, [[თსუ]] საპატიო დოქტორი.
 
'''ჰანს ფოგტი'''  – (დ. 1 იანვარი 1903, ფრედრიქსტადი, – გ. 1986), ნორვეგიელი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი და კავკასიოლოგი. ზოგადი ენათმეცნიერების და ინდოევროპულ ენათა სპეციალისტი. ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიური ფაკულტეტის დეკანი (1958–63). მრავალი საენათმეცნიერო საზოგადოებისა და საბჭოს წევრი, [[თსუ]] საპატიო დოქტორი.
  

მიმდინარე ცვლილება 01:42, 28 მარტი 2024 მდგომარეობით

ჰანს ფოგტი

ჰანს ფოგტი – (დ. 1 იანვარი 1903, ფრედრიქსტადი, – გ. 1986), ნორვეგიელი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი და კავკასიოლოგი. ზოგადი ენათმეცნიერების და ინდოევროპულ ენათა სპეციალისტი. ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიური ფაკულტეტის დეკანი (1958–63). მრავალი საენათმეცნიერო საზოგადოებისა და საბჭოს წევრი, თსუ საპატიო დოქტორი.

ქართულს, სვანურსა და მეგრულს ფოგტი სწავლობდა საქართველოში (1932-34). უბიხურს – თურქეთში (1958, 1961). რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მრავალი გამოკვლევა უძღვნა ქართული ენის ფონოლოგიის, მორფოლოგიისა და სინტაქსის საკითხებს. მიღებული შედეგები შეაჯამა მონოგრაფიებში: „ქართული ენის ფონემატური სტრუქტურა“ (ფრ. ენაზე, ოსლო, 1958, ქართ. თარგმ. 1961), „ქართული ენის გრამატიკა“ (ოსლო, 1971). იკვლევდა ქართულ და ქართველურ ენათა ლექსიკის ისტორიისა და ეტიმოლოგიის საკითხებს. მოგვცა ქართული ენის გრამატიკული წყობის მთელ რიგ საკითხთა ორიგინალური გადაწყვეტა. ქართველურ ენათა ისტორიულ-შედარებითი ანალიზის საფუძველზე აქვს ფუძეენის რეკონსტრუქციისა და ქართველურ ენათა დიფერენციაციის დათარიღების ცდები. ფოგტის აზრით, ქართველურ ენათა ამოსავალი ვითარება ყველაზე კარგაღ დაცულია ქართულში. მუშაობდა ქართველურ ენათა კავკასიურ ენებთან გენეზისური დამოკიდებულების პრობლემაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით ფოგტის შეხედულებებმა ცვლილებები განიცადა: თუ ადრეულ შრომებში იზიარებდა სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის ენათა ნათესაობის თვალსაზრისს, შემდეგ უკვე ეჭვობდა, რომ მოხერხდებოდა ამ ნათესაობის დამტკიცება.

ქართველურ ენათა სხვა ენებთან კონტაქტების ძიებისას ფოგტი ყურადღებას ამახვილებდა არა მხოლოდ ენათა დიფერენციაციის პროცესსა და მისი შესწავლის მეთოდოლოგიაზე, არამედ კონვერგენციის მიმართაც დიდ ინტერესს იჩენდა როგორც ზოგადენათმეცნიერული, ისე კონკრეტულ ენათა ისტორიის თვალსაზრისით. იგი იკვლევდა ქართველური ენების ურთიერთობას ძველ სომხურთან და ამ ენათა სუბსტრატის საკითხებს სომხურში.

ფოგტი ეხებოდა აგრეთვე პრეისტორიულ ხანაში ქართველურ ენათა კონტაქტების საკითხს ინდოევროპულ და მცირე აზიის მკვდარ ენებთან.

ნ. ჩართოლანი


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ჩართოლანი ნ., ჰ. ფოგტი – ქართველოლოგი. –კრ.: „ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები“, V, თბ. 1981.

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები