არამეული დამწერლობა
(→წყარო) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Arameuli anbani.JPG|thumb|მარცხნივ|150პქ|არამეული ამბანი]] | [[ფაილი:Arameuli anbani.JPG|thumb|მარცხნივ|150პქ|არამეული ამბანი]] | ||
− | '''არამეული დამწერლობა''' - ჩრდილო სემიტური [[დამწერლობა]]. განვითარდა ფინიკიური დამწერლობისაგან და ძვ. წ. VIII ს-ში დამოუკიდებელი სახე მიიღო. | + | '''არამეული დამწერლობა''' - ჩრდილო სემიტური [[დამწერლობა]]. განვითარდა ფინიკიური დამწერლობისაგან და ძვ. წ. VIII ს-ში დამოუკიდებელი სახე მიიღო. არამეული ენის საერთაშორისო სტატუსმა ხელი შეუწყო არამეული დამწერლობის ფართოდ გავრცელებას. მას იყენებდნენ არა მარტო არამეელები, არამედ ყველა ის ხალხი. ვინც ცხოვრობდა [[აქემენიდების იმპერია|აქემენიდთა იმპერიის]] ვრცელ ტერიტორიაზე (მცირე აზია, ახლო და შუა აღმოსავლეთი). ჩრდილოეთით მისი გავრცელების არეალი აღწევდა [[კავკასია]]საც. |
− | აქემენიდთა იმპერიის დაცემამდე (ძვ. წ. IV ს.) არამეული დამწერლობა ძირითადად ერთგვაროვანია და ცალკეულ ძეგლთა შორის განსხვავება მცირეა. იმპერიის დაცემის შემდეგ ეცემა არამეული ენის პრესტიჟიც | + | აქემენიდთა იმპერიის დაცემამდე (ძვ. წ. IV ს.) არამეული დამწერლობა ძირითადად ერთგვაროვანია და ცალკეულ ძეგლთა შორის განსხვავება მცირეა. იმპერიის დაცემის შემდეგ ეცემა არამეული ენის პრესტიჟიც და იწყება არამეული დამწერლობის ერთიანი ტიპის დაშლა. ვითარდება ლოკალური დამწერლობები, რომლებიც ორ შტოდ ლაგდება: დასავლური (ებრაული-კვადრატული, ნაბატეური) და აღმოსავლური (ჩრდილოეთ მესოპოტამიური, სამხრეთ მესოპოტამიური, პალმირულ-სირიული, პართული). ამ სახეობათა ერთი ნაწილი გამოიყენება საკუთრივ არამეულისა და მისი მონათესაეე სემიტური ენებისათვის, მორე – სრულიად სხვა |
− | და იწყება არამეული დამწერლობის ერთიანი ტიპის დაშლა. ვითარდება ლოკალური დამწერლობები, | + | სისტემის ენათათვის, რომელთა შორის პირველ რიგში ირანული ენებია (პართული და ფალაური, ანუ საშუალო |
− | სისტემის ენათათვის, რომელთა შორის | + | |
სპარსული). სწორედ მათთვის გამოიყენება არამეული დამწერლობის პართული ტიპი, რომელიც განსაკუთრებულ სიახლოვეს ჩრდილო მესოპოტამიურ დამწერლობასთან ავლენს. ჩრდილოეთ მესოპოტამიურ დამწერლობათა ტიპს განეკუთვნება არმაზული დამწერლობაც. რომლით შესრულებული არამეული წარწერები აღმოჩენილია საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიაზე (I-II სს.). | სპარსული). სწორედ მათთვის გამოიყენება არამეული დამწერლობის პართული ტიპი, რომელიც განსაკუთრებულ სიახლოვეს ჩრდილო მესოპოტამიურ დამწერლობასთან ავლენს. ჩრდილოეთ მესოპოტამიურ დამწერლობათა ტიპს განეკუთვნება არმაზული დამწერლობაც. რომლით შესრულებული არამეული წარწერები აღმოჩენილია საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიაზე (I-II სს.). | ||
− | არამეული დამწერლობა ანბანური დამწერლობაა, | + | არამეული დამწერლობა ანბანური დამწერლობაა, რომელიც მხოლოდ თანხმოვნებს გადმოსცემს და შეიცავს 22 ასოს (თუმცა ვარაუდობენ, რომ მათი რაოდენობა მეტია). გრძელი ხმოვნების გადმოსაცემად თავდაპირველად იყენებდნენ ასოებს w და y (ზოგჯერ o-სა და h-საც). რომლებიც შესაძლებელია გამოტოვებულიც ყოფილიყო (დეფექტური დამწერლობა). ამასთანავე, გვაქვს შემთხვევები, როდესაც იგივე ასოები გადმოსცემდნენ მოკლე ხმოვნებსაც (განსაკუთრებით უცხოურ საკუთარ სახელებში). ხმოვნების გამოხატვის აღნიშნული პრინციპი მთლიანად გატარდა საშუალო არამეულის ერთ-ერთ ლიტერატურულ დიალექტში – მანდეურში (III–VIII სს.). [[ბიბლია|ბიბლიის]] ტექსტებისათვის შემოღებული ვოკალურ ნიშანთა სისტემა გავრცელდა ბიბლიის არამეულ |
− | მთლიანად გატარდა საშუალო არამეულის ერთ-ერთ ლიტერატურულ დიალექტში – მანდეურში (III–VIII სს.). [[ბიბლია|ბიბლიის]] ტექსტებისათვის შემოღებული ვოკალურ ნიშანთა სისტემა გავრცელდა ბიბლიის არამეულ | + | ნაწილზეც (VII ს.) ხოლო სირიულმა შექმნა ხმოვანთა აღნიშვნის ორი სისტემა (იაკობიტური და ნესტორიანული), რომელთაც დღესაც იყენებენ. არამეულად წერენ ერთ ჰორიზონტალურ ხაზზე მარჯვნიდან მარცხნივ. |
− | ნაწილზეც (VII ს.) ხოლო სირიულმა შექმნა ხმოვანთა | + | |
''კ. წერეთელი '' | ''კ. წერეთელი '' |
11:45, 18 იანვარი 2024-ის ვერსია
არამეული დამწერლობა - ჩრდილო სემიტური დამწერლობა. განვითარდა ფინიკიური დამწერლობისაგან და ძვ. წ. VIII ს-ში დამოუკიდებელი სახე მიიღო. არამეული ენის საერთაშორისო სტატუსმა ხელი შეუწყო არამეული დამწერლობის ფართოდ გავრცელებას. მას იყენებდნენ არა მარტო არამეელები, არამედ ყველა ის ხალხი. ვინც ცხოვრობდა აქემენიდთა იმპერიის ვრცელ ტერიტორიაზე (მცირე აზია, ახლო და შუა აღმოსავლეთი). ჩრდილოეთით მისი გავრცელების არეალი აღწევდა კავკასიასაც.
აქემენიდთა იმპერიის დაცემამდე (ძვ. წ. IV ს.) არამეული დამწერლობა ძირითადად ერთგვაროვანია და ცალკეულ ძეგლთა შორის განსხვავება მცირეა. იმპერიის დაცემის შემდეგ ეცემა არამეული ენის პრესტიჟიც და იწყება არამეული დამწერლობის ერთიანი ტიპის დაშლა. ვითარდება ლოკალური დამწერლობები, რომლებიც ორ შტოდ ლაგდება: დასავლური (ებრაული-კვადრატული, ნაბატეური) და აღმოსავლური (ჩრდილოეთ მესოპოტამიური, სამხრეთ მესოპოტამიური, პალმირულ-სირიული, პართული). ამ სახეობათა ერთი ნაწილი გამოიყენება საკუთრივ არამეულისა და მისი მონათესაეე სემიტური ენებისათვის, მორე – სრულიად სხვა სისტემის ენათათვის, რომელთა შორის პირველ რიგში ირანული ენებია (პართული და ფალაური, ანუ საშუალო სპარსული). სწორედ მათთვის გამოიყენება არამეული დამწერლობის პართული ტიპი, რომელიც განსაკუთრებულ სიახლოვეს ჩრდილო მესოპოტამიურ დამწერლობასთან ავლენს. ჩრდილოეთ მესოპოტამიურ დამწერლობათა ტიპს განეკუთვნება არმაზული დამწერლობაც. რომლით შესრულებული არამეული წარწერები აღმოჩენილია საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიაზე (I-II სს.).
არამეული დამწერლობა ანბანური დამწერლობაა, რომელიც მხოლოდ თანხმოვნებს გადმოსცემს და შეიცავს 22 ასოს (თუმცა ვარაუდობენ, რომ მათი რაოდენობა მეტია). გრძელი ხმოვნების გადმოსაცემად თავდაპირველად იყენებდნენ ასოებს w და y (ზოგჯერ o-სა და h-საც). რომლებიც შესაძლებელია გამოტოვებულიც ყოფილიყო (დეფექტური დამწერლობა). ამასთანავე, გვაქვს შემთხვევები, როდესაც იგივე ასოები გადმოსცემდნენ მოკლე ხმოვნებსაც (განსაკუთრებით უცხოურ საკუთარ სახელებში). ხმოვნების გამოხატვის აღნიშნული პრინციპი მთლიანად გატარდა საშუალო არამეულის ერთ-ერთ ლიტერატურულ დიალექტში – მანდეურში (III–VIII სს.). ბიბლიის ტექსტებისათვის შემოღებული ვოკალურ ნიშანთა სისტემა გავრცელდა ბიბლიის არამეულ ნაწილზეც (VII ს.) ხოლო სირიულმა შექმნა ხმოვანთა აღნიშვნის ორი სისტემა (იაკობიტური და ნესტორიანული), რომელთაც დღესაც იყენებენ. არამეულად წერენ ერთ ჰორიზონტალურ ხაზზე მარჯვნიდან მარცხნივ.
კ. წერეთელი
ლიტერატურა
- წერეთელი გ. არამეული დამწერლობა. – ქსე, ტ.I. თბ., 1975;
- წერეთელი კ. არამეული ენა, თბ., 1982;
- მისივე, არამეული დამწერლობით შესრულებული ახალი წარწერა მცხეთა-სამთავროდან. – „მაცნე“
- (ისტორიის სერია), 1987, №3;
- მისივე. საქართვლოში აღმოჩენილი არამეული წარწერები და მათი ისტორიულ-კულტურული მნიშენელობა. – იქვე. 1991, №1.