ანდრონიკაშვილი მზია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მზია ანდრონიკაშვილი''' − (14. X. 1920, თბილისი, – 28.VII.2006, იქვე), ენათმეც...)

15:40, 16 ნოემბერი 2023-ის ვერსია

მზია ანდრონიკაშვილი − (14. X. 1920, თბილისი, – 28.VII.2006, იქვე), ენათმეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნე ინდურ-ირანული ენების სპეციალობით. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი (1979), ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1969).

დაამთავრა თსუ ფილოლოგიური ფაკულტეტი კავკასიური და აღმოსაელური ენების განხრით (1941). 1942-45 იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტი და მეცნიერ თანამშრომელი. 1945-იდან თსუ-ში კითხულობდა ინდოირანულ და ინდოევროპულ ენათა შედარებითი გრამატიკის კურსებს, ასწაელიდა ძველ და საშუალო სპარსულ ენებსა და სანსკრიტს. მ. ანდრონიკაშვილი მრავალი შრომის ავტორია. იკელევდა ირანული ენების ლექსიკურ-გრამატილულ სტრუქტურას, ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობისა და ეტიმოლოგიის საკითხებს. მისი ფუნდამენტური ნაშრომია „ნარკვევები ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობიდან“ (ტ. I, 1966; ტ. II, 1996). წიგნში პირველად არის შესწაელილი მონოგრაფიულად ძველი ქართული ენის ლექსიკა ინდ-ირანულ ენებთან მიმართებით, მოცემულია მრავალი ქართული სიტყვის ეტიმოლოგია. მ. ანდრონიკაშვილმა პირეელმა თარგმნა ქართულ ენაზე სპარსული და ინდური ლიტერატურის უძველესი ძეგლების ნიმუშები – „ავესტის“ ნაწილის „იაშტების“ ჰიმნები («არმაღანი», 1988), აქემენიდების ძველი სპარსული წარწერები; ინდური „რიგვევდის“ ჰიმნები და ძველ. ინდური ეპოსისმაჰაბჰარატას“ ეპიზოდი „ნალა და დამაჲანტი“ («არმაღანი», 1977).


თხზულებები

  • ირანული სატომო და ადგილის სახელები ძველ ქართულ საისტორიო მწერლობაში (V–XIII სს.). – «ენათმეცნიერების ინსტიტუტის შრომები», ტ. I. აღმოსავლურ ენათა სერია, თბ., 1954:
  • არაბული სიტყვების სპარსული გზით შემოსვლის შესახებ ქართულში. – «თსუ შრომები». 1965. ტ. 105, შენიშენები ქართულიდან ოსურში შესული სპარსული სიტყვების შესახებ. – კრ. «აღმოსაელეთმცოდნეობა», თბ., 1976;
  • ისტორია და ეტიმოლოგია ქართული სიტყვებისა – აღიარება და უარყოფა. – წგ. აკაკი შანიძე – 100. საიუბილეო კრებუელი, თბ., 1987:

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები