ურთხელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „უთხოვარი“ გადაიტანა გვერდზე „ურთხელი“ გადამისამართებაზე)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:UrTxeli4.jpg|thumb|200პქ|ურთხელის ნაყოფი]]
 
[[ფაილი:UrTxeli4.jpg|thumb|200პქ|ურთხელის ნაყოფი]]
 
'''ურთხელი (ულპოლველი)''' – (Taxus baccata); ოჯახი: ურთხლისებრნი (Taxaceae). მარადმწვანე წიწვოვანი მცენარე, მომცრო ან საშუალო ზომის. 20-35 მ სიმაღლის ხეა, ქერქი მოწითალო რუხი ფერისაა; გლუვი ან სიგრძივ ფირფიტისებური. ვარჯი კვერცხისებურია ან პირამიდის ფორმის. წიწვები ბრტყელია, შიშველი, 4 სმ-მდე სიგრძისა და 25 მმ-მდე სიგანის, მოყვანილობით – ხაზური, ოდნავ ნამგალივით მოღუნული, ზემოდან მუქი მწვანე, პრიალა. ყვ. ნაყ. III-V. მცენარე იზრდება ტენიან ტყეებში, წიფლნარებში როგორც ერთეულების, ისე მცირე ჯგუფების სახით. [[კახეთი|კახეთში]] მისი ნახვა შესაძლებელია ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალში. გავრცელებულია თითქმის მთელ [[საქართველო|საქართველოში]]. შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში, როგორც [[მოწყვლადობა|მოწყვლადი]] [[სახეობა]].
 
[[ფაილი:UrTxeli5.jpg|thumb|200პქ|ურთხელი]]
+
 
====ურთხელი – ბიბლიური მცენარე====
 
====ურთხელი – ბიბლიური მცენარე====
 +
[[ფაილი:UrTxeli5.jpg|მარცხნივ|150პქ|ურთხელი]]
 
[[ბიბლია|ბიბლიის]] უძველეს ქართულ ხელნაწერებში მითითებული არ არის იმ ხის სახელწოდება, რომლითაც [[ნოე|ნოემ]] ააგო [[კიდობანი]]. ისევე, როგორც სეპტუაგიტაში, ქართულ აღნიშნულ ტექსტებშიც საუბარია უბრალოდ კვადრატულ ძელებზე. მოგვიანო ხანებში ქართულ თარგმანებში კიდობანის მასალად ჩნდება „ულპოლველი ძელები“, რომელიც უახლეს ქართულ თარგმანში შეიცვალა „ურთხელით“, ე.ი. „Taxus baccata“-თი. ბიბლიის ებრაული ტექსტის მიხედვით კიდობანი, რომელიც ნოემ [[ღმერთი|ღმერთის]] მითითებით ააგო, აშენდა „გოფერის“ ძელებისაგან. სიტყვა „გოფერი“ ბიბლიაში მოიხსენიება ერთად-ერთჯერ, ისიც მხოლოდ დაბადების დამოწმებულ მუხლში.
 
12:38, 2 ნოემბერი 2023-ის ვერსია

ურთხელის ნაყოფი

ურთხელი (ულპოლველი) – (Taxus baccata); ოჯახი: ურთხლისებრნი (Taxaceae). მარადმწვანე წიწვოვანი მცენარე, მომცრო ან საშუალო ზომის. 20-35 მ სიმაღლის ხეა, ქერქი მოწითალო რუხი ფერისაა; გლუვი ან სიგრძივ ფირფიტისებური. ვარჯი კვერცხისებურია ან პირამიდის ფორმის. წიწვები ბრტყელია, შიშველი, 4 სმ-მდე სიგრძისა და 25 მმ-მდე სიგანის, მოყვანილობით – ხაზური, ოდნავ ნამგალივით მოღუნული, ზემოდან მუქი მწვანე, პრიალა. ყვ. ნაყ. III-V. მცენარე იზრდება ტენიან ტყეებში, წიფლნარებში როგორც ერთეულების, ისე მცირე ჯგუფების სახით. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში, როგორც მოწყვლადი სახეობა.

ურთხელი – ბიბლიური მცენარე

ურთხელი

ბიბლიის უძველეს ქართულ ხელნაწერებში მითითებული არ არის იმ ხის სახელწოდება, რომლითაც ნოემ ააგო კიდობანი. ისევე, როგორც სეპტუაგიტაში, ქართულ აღნიშნულ ტექსტებშიც საუბარია უბრალოდ კვადრატულ ძელებზე. მოგვიანო ხანებში ქართულ თარგმანებში კიდობანის მასალად ჩნდება „ულპოლველი ძელები“, რომელიც უახლეს ქართულ თარგმანში შეიცვალა „ურთხელით“, ე.ი. „Taxus baccata“-თი. ბიბლიის ებრაული ტექსტის მიხედვით კიდობანი, რომელიც ნოემ ღმერთის მითითებით ააგო, აშენდა „გოფერის“ ძელებისაგან. სიტყვა „გოფერი“ ბიბლიაში მოიხსენიება ერთად-ერთჯერ, ისიც მხოლოდ დაბადების დამოწმებულ მუხლში.

ვულგატაში „გოფერის“ლათინური დასახელებაა „Lignis levigatis“, ინგლისელები მას „Gopherwood“-ით თარგმნიან. დღეს აღარავინ იცის ხის რომელ სახეობას აღნიშნავს „გოფერი“, თუმცა მკვლევართა უმრავლესობა თანხმდება იმაში, რომ ეს წარმოადგენდა წიწვოვანი მცენარის ერთ-ერთ უცნობ სახეობას. ვარაუდობენ, რომ ეს კვიპაროსის ის სახეობაა; რომელსაც ძველი ფინიკიელები გემების მშენებლობაში იყენებდნენ. უნდა შევნიშნოთ, რომ ბიბლიის უკანასკნელი დროის ქართულ თარგმანში, განსაკუთრებით გმოსვლათა წიგნში, კიდობანის მასალად სახელდება „ურთხელი“, რაც გაუმართლებელია. წმინდა მიწაზე „ურთხელი“ წარმოადგენს იშვაით მცენარეს, რაც კარგად ჩანს ბიბლიის ებრაული ტექსტიდანაც. იქ, სადაც ქართულ ბიბლიაში ვხვდებით „ურთხელს“, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს უმრავლეს შემთხვევაში არის აკაციის ერთ-ერთი სახეობა, რომლის ლათინური სახელწოდება ვულგატას მიხედვით „setthim“-ია.

„გაიკეთე კიდობანი ურთხელისგან. ბუდეები გაუკეთე კიდობანს, შიგნით და გარეთ ფისით შეფისე ამგვარი უნდა ააგო იგი; სიგრძით სამასი წყრთა იყოს კიდობანი, სიგანით – ორმოცდაათი წყრთა, სიმაღლით – ოცდაათი წყრთა; სასინათლო გაუკეთე კიდობანს, ზემოდან ერთ წყრთაზე დაუტანე; კარი გვერდიდან შეაბი კიდობანს; ქვედა, მეორე და მესამე სართული გაუკეთე.“ (დაბადება 6, 14-1 6)

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები