პერსეფონე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Plutoni da persefone.jpg|thumb|250პქ|'''პლუტონი და პერსეფონე'''. <br />[[მარმარილო]] (ძვ.წ. VI ს.), ბერძნული ორიგინალის რომაული ასლი, რომი, ალბანის ვილა]]
 
[[ფაილი:Plutoni da persefone.jpg|thumb|250პქ|'''პლუტონი და პერსეფონე'''. <br />[[მარმარილო]] (ძვ.წ. VI ს.), ბერძნული ორიგინალის რომაული ასლი, რომი, ალბანის ვილა]]
'''პერსეფონე''' – ''(პერსეფონეა, პერსეფასა, პერსეფატა), (ბერძნ.)'' მიწისქვეშა სამყაროს დედოფალი, მიწის ნაყოფიერებისა და მარცვლეულის აღმოცენების ღვთაება. რომაულ მითოლოგიაში იგი [[პროზერპინა]]ს სახელით არის ცნობილი.
+
'''პერსეფონე''' – ''(პერსეფონეა, პერსეფასა, პერსეფატა), (ბერძნ.)'' მიწისქვეშა სამყაროს დედოფალი, მიწის ნაყოფიერებისა და მარცვლეულის აღმოცენების ღვთაება. რომაულ [[მითოლოგია]]ში იგი [[პროზერპინა]]ს სახელით არის ცნობილი.
  
[[ოლიმპიური პანთეონი|ოლიმპიური რელიგიის]] მიხედვით, პერსეფონე [[ზევსი]]სა და [[დემეტრე]]ს ასულია. მის თავგადასავალს ხატოვნად გვამცნობს ჰომეროსის შემდგომდროინდელი ბერძნული მითოსი: თურმე პერსეფონეს ძლიერ ხიბლავდა ყვავილებით მოფენილი მინდვრები. იგი ხშირად სეირნობდა ხოლმე [[ნიმფები|ნიმფებთან]] ერთად ნისასველებზე დედის გარეშე. ერთხელ, როდესაც დემეტრეს ასული [[ოკეანიდები|ოკეანიდებთან]] ერთად ყვავილების კრეფით ირთობდა თავს, მიწამ საკვირველი მცენარე აღმოაცენა: ერთ ღეროს ასი თავი ება, ოქროს ფერებით გაბრწყინებული. თეთრი ფურცლების ბოლოები კი ცეცხლის ალივით ბრიალებდნენ. საოცარი სურნელით აღივსო ზეცა და დედამიწა, ზღვის მლაშე სიღრმე. პერსეფონე მიუახლოვდა თუ არა ყვავილს, მისმა სურნელებამ გააბრუა, თვალებში ბინდი ჩაუყენა, სულში – წყვდიადი. მოულოდნელად მიწა გაირღვა და შავმა ცხენებმა მისი წიაღიდან ამოაგრიალეს ოქროს ეტლი, რომელსაც მართავდა მიცვალებულთა მბრძანებელი, პირქუში [[ჰადესი (ღმერთი)|ჰადესი]]. მან მოიტაცა პერსეფონე. როდესაც ქალწული გონს მოეგო, იწყო ყვირილი, დასახმარებლად მოუხმობდა მამას, ცათა მბრძანებელს. მაგრამ ღმერთებმა ვერ შეისმინეს მისი ძახილი. ვერც წყლის ნიმფებმა შეამჩნიეს მისი გაქრობა. ქარიშხალივით გადაუქროლეს ღრუბლებით შებურულმა შავმა რაშებმა მიწასა და ზღვას. პერსეფონეს თვალთა საწიერიდან გაქრა ნაცნობი ნაპირები, ყვავილები გადმოცვივდა მისი ლერწმის კალათიდან. ბოლოს შეიძრა ცა და მიწა, გაიხსნა [[ტარტაროსი]]ს მძიმე კარიბჭე და მის წიაღში ჩაიმალა მბრწყინავი ეტლი.
 
მიმდინარე ცვლილება 23:25, 19 სექტემბერი 2023 მდგომარეობით

პლუტონი და პერსეფონე.
>მარმარილო (ძვ.წ. VI ს.), ბერძნული ორიგინალის რომაული ასლი, რომი, ალბანის ვილა

პერსეფონე(პერსეფონეა, პერსეფასა, პერსეფატა), (ბერძნ.) მიწისქვეშა სამყაროს დედოფალი, მიწის ნაყოფიერებისა და მარცვლეულის აღმოცენების ღვთაება. რომაულ მითოლოგიაში იგი პროზერპინას სახელით არის ცნობილი.

ოლიმპიური რელიგიის მიხედვით, პერსეფონე ზევსისა და დემეტრეს ასულია. მის თავგადასავალს ხატოვნად გვამცნობს ჰომეროსის შემდგომდროინდელი ბერძნული მითოსი: თურმე პერსეფონეს ძლიერ ხიბლავდა ყვავილებით მოფენილი მინდვრები. იგი ხშირად სეირნობდა ხოლმე ნიმფებთან ერთად ნისასველებზე დედის გარეშე. ერთხელ, როდესაც დემეტრეს ასული ოკეანიდებთან ერთად ყვავილების კრეფით ირთობდა თავს, მიწამ საკვირველი მცენარე აღმოაცენა: ერთ ღეროს ასი თავი ება, ოქროს ფერებით გაბრწყინებული. თეთრი ფურცლების ბოლოები კი ცეცხლის ალივით ბრიალებდნენ. საოცარი სურნელით აღივსო ზეცა და დედამიწა, ზღვის მლაშე სიღრმე. პერსეფონე მიუახლოვდა თუ არა ყვავილს, მისმა სურნელებამ გააბრუა, თვალებში ბინდი ჩაუყენა, სულში – წყვდიადი. მოულოდნელად მიწა გაირღვა და შავმა ცხენებმა მისი წიაღიდან ამოაგრიალეს ოქროს ეტლი, რომელსაც მართავდა მიცვალებულთა მბრძანებელი, პირქუში ჰადესი. მან მოიტაცა პერსეფონე. როდესაც ქალწული გონს მოეგო, იწყო ყვირილი, დასახმარებლად მოუხმობდა მამას, ცათა მბრძანებელს. მაგრამ ღმერთებმა ვერ შეისმინეს მისი ძახილი. ვერც წყლის ნიმფებმა შეამჩნიეს მისი გაქრობა. ქარიშხალივით გადაუქროლეს ღრუბლებით შებურულმა შავმა რაშებმა მიწასა და ზღვას. პერსეფონეს თვალთა საწიერიდან გაქრა ნაცნობი ნაპირები, ყვავილები გადმოცვივდა მისი ლერწმის კალათიდან. ბოლოს შეიძრა ცა და მიწა, გაიხსნა ტარტაროსის მძიმე კარიბჭე და მის წიაღში ჩაიმალა მბრწყინავი ეტლი.

პერსეფონე.
>ბარელიეფი (ძვ.წ. 470-460 წ.წ.), კალავრია, ეროვნული მუზეუმი

დიდხანს ეძებდა დედა-დემეტრე თავის ქალიშვილს (დემეტრე). როდესაც მიაგნო და მისი მიწაზე დაბრუნების ნება მიიღო ზევსისგან, პერსეფონეს უკვე გადაყლაპული ჰქონდა ბროწეულის მარცვლები – ქორწინების დაურღვევლობის სიმბოლო. იგი ჰადესის მეუღლე იყო. ასე რომ, პერსეფონეს წლის ნაწილი შეეძლო გაეტარებინა დედასთან, მაგრამ წლის ერთი მესამედი მიწის ქვეშ უნდა ყოფილიყო, თავის მეუღლესთან.

ამ მითოსში აისახა სიკვდილისა და სიცოცხლის მარადიული ბრძოლა: წლის იმ დროს, როდესაც დემეტრესთან არის მისი ასული, ბუნება ხარობს, ხოლო როდესაც პერსეფონე ჩადის ჰადესში, ბუნება კვდება და აი, რატომ: მიწის ნაყოფიერება არ მოიაზრება მსხმოიარე სამყაროს სიკვდილის გარეშე, ბუნების აღორძინება – მისი კვდომის გარეშე. ბროწეული, რომელიც იგემა პერსეფონემ, ნაყოფიერების სიმბოლოცაა, მაგრამ ამ ხილის მფლობელი სიკვდილის ღვთაება ჰადესია. ასე რომ, პერსეფონე ერთდროულად განასახიერებს ბუნების გარდაუვალ კვდომასაც და აღორძინებასაც.

მიწისქვეშა ღვთაების კულტი პილოსში მიკენის ეპოქაშიც არსებობდა. ვარაუდობენ, რომ პერსეფონე უძველესი ღვთაება იყო. მისი კულტი გავრცელებული ყოფილა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე უფრო ადრე, ვიდრე იქ ბერძნები დასახლდებოდნენ. პერსეფონეს სახელი დაუკავშირდა ადგილობრივი ღვთაების, კორეს კულტს, რომელიც ითვლებოდა ნაყოფიერების მფარველ ქალღმერთად.

პერსეფონე არა მხოლოდ მიწის ნაყოფთა მეუფეა. იგი მიცვალებულთა სულებსაც განაგებს. მას ემორჩილებიან მიწისქვეშეთის ურჩხულებიც.

საბერძნეთში პერსეფონეს კულტი დიდი პატივით სარგებლობდა. ძველად იქ იმართებოდა საყოველთაო დღესასწაულები – თესმოფორიები. ამ უდიდესი ზეიმების დროს დემეტრესა და პერსეფონეს ერთად სცემდნენ თაყვანს, როგორც ნაყოფიერების ძალის მომნიჭებელ ღვთაებებს. მათ „ორ ღმერთქალად“ მოიხსენიებდნენ და იფიცებდნენ „ორი ღმერთქალის“ სახელით. დამოუკიდებელ მნიშვნელობას პერსეფონე მოგვიანებით შეიძენს – ორფიკოსთა მისტიურ მოძღვრებაში. მას ზევსის მეუღლედ და ძაგრევსის დედად მოიხსენებენ. მისი ზეწოდებებია: „ქალბატონი“, „დიადი ღვთაება“. გვიანი ხანის რელიგია მას გააიგივებს სხვა დედა-ღვთაებებთან: გეასთან, რეასთან, ჰეკატესთან, ისისთან.

ანტიკური ხანის ხელოვნებაში აირეკლა პერსეფონეს ორგვარი ბუნება. მას, როგორც მიწისქვეშა სამყაროს დედოფალს, გამოსახავდნენ ჰადესის გვერდით, ცალ ხელში ჩირაღდანი რომ ეპყრა, მეორეში კი – ბროწეული. ეს მისი ატრიბუტები იყო. პერსეფონეს წარმოადგენდნენ აგრეთვე ახალგაზრდა ქალწულის სახით, ხელში თავთავითან ყვავილებით.

[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები