აბუსერიძე აბუსერ (II)
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
[[კატეგორია:არტანუჯის ერისთავები]] | [[კატეგორია:არტანუჯის ერისთავები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი ფეოდალები]] | [[კატეგორია:ქართველი ფეოდალები]] | ||
+ | [[კატეგორია:აბუსერისძენი]] |
მიმდინარე ცვლილება 11:24, 19 სექტემბერი 2023 მდგომარეობით
აბუსერ (II) აბუსერიძე - არტანუჯის ერისთავი XI ს-ის ბოლო მესამედი. არტანუჯის ციხის დაკარგვის შედეგად აბუსერისძეთა სამფლობელო შემცირებულა. ლიპარიტ ბაღვაშის შეპყრობის შემდეგ კი, არტანუჯი ბაგრატ IV-მ დაიჭირა, ხოლო აბუსერიძეთა კუთვნილი ციხისჯვარი სულა კალმახელს უწყალობა. როგორც ჩანს, არტანუჯის საერისთოდან აბუსერისძეებს დარჩენიათ მხოლოდ ხიხანი. ისინი იგულისხმებიან ვერნების ეკლესიის XI ს-ით დათარიღებულ წარწერაში: „ქრისტე, ადიდენ ერისთვთ-ერისთავნი გრიგოლ და აბუსერი და გიორგი და შვილნი მათნი: გიორგი, ზაქარია“. წარწერაში მოხსენიებულ გრიგოლ ერისთავს აიგივებენ გრიგოლ (I)-თან, რომლის მომდევნოდ არტანუჯის ერისთავი უნდა ყოფილიყო აბუსერ (II). არტანუჯის ერისთავთა კიდევ რამდენიმე თაობის სახელია შემორჩენილი 1233 წ-ის აბუსერისძე-ტბელთა საგვარეულო მატიანეში. მათ შორის რამდენიმე (ივანე (II), აბუსერ (III), ვარდანი) ერისთავთ-ერისთავის წოდებით მოიხსენიებიან.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- მუსხელიშვილი 1941: 20;
- ოთხმეზური 1981: 115;
- ბახტაძე 2003: 268.
[რედაქტირება] წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში